"მზია ამაღლობელი და ანდრეი პოჩობუტი თავიანთი და ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვიან" - ანდჟეი ჰალინცკი

16.12.25 11:00
"მზია ამაღლობელი და ანდრეი პოჩობუტი თავიანთი და ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვიან" - ანდჟეი ჰალინცკი

ევროპარლამენტარის, ანდჟეი ჰალინცკის განცხადებით, მზია ამაღლობელი და ანდრეი პოჩობუტი თავიანთი და ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვიან. 

  • ამის შესახებ მან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა.

ევროპარლამენტარის თქმით, მზია ამაღლობელი და ანდრეი პოჩობუტი ევროპელები არიან, რაც ნიშნავს, რომ "ჩვენ გვყავს ტირანები, დიქტატორები და რეჟიმები ჩვენს კონტინენტზე". 

მზია ამაღლობელი და ანდრეი პოჩობუტი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. იბრძვიან სამოქალაქო თავისუფლებისთვის და სიტყვის თავისუფლებისთვის. ისინი არ არიან პოლიტიკოსები, ისინი არიან ჟურნალისტები. ისინი იბრძვიან თავიანთი და ჩვენი თავისუფლებისთვის. ისინი ჩვენთვისაც იბრძვიან. რადგან, სახაროვის პრემიის უკანასკნელი ლაურეატი მინდა ვახსენო, იყო ალექსეი ნავალნიც, რომელიც ერთი წლის შემდეგ დაიღუპა. მზია ამაღლობელი და ანდრეი პოჩობუტი ევროპელები არიან, ჩენი კონტინენტიდან. რას ნიშნავს ეს - ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვყავს ტირანები, დიქტატორები და რეჟიმები ჩვენს კონტინენტზე. ჩვენთან ძალიან ახლოს. ჩვენ არა მხოლოდ უნდა გვახსოვდნენ ისინი, მათ უნდა დავეხმაროთ. ეს ჩვენი პრინციპებია, ჩვენ უნდა გვჯეროდეს ამის. ისინი გმირები არიან," - განაცხადა ევროპარლამენტარმა. 

მსგავსი სიახლეები