გახარიას პარტია: საგამოძიებო კომისიაზე უარი ნიშნავს, რომ "ოცნების" 89-ვე დეპუტატი იზიარებს პასუხისმგებლობას
უარი საგამოძიებო კომისიას - გიორგი გახარიას გუნდში ამბობენ, რომ BBC-ის ფილმზე საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელი იყო, რადგან შესაძლო ქიმიური ნივთიერების გამოყენება არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც თავისი სიმძიმით უტოლდება ადამიანის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას.
გიორგი შარაშიძის თქმით, საგამოძიებო კომისიაზე უარი ნიშნავს, რომ "ოცნების" 89-ვე დეპუტატი იზიარებს პასუხისმგებლობას იმ შესაძლო დანაშაულზე, რაც ჩაიდინა "ოცნების" რეჟიმმა ნოემბერ-დეკემბერში.
ქართული ოცნება ამ უარით ამბობს იმას, რომ მისი 89-ვე დეპუტატი, რომელიც დღეს "ოცნებას" წარმოადგენს პარლამენტში, იზიარებს პასუხისმგებლობას იმ შესაძლო დანაშაულზე, რაც ჩაიდინა "ოცნების" რეჟიმმა ნოემბერ-დეკემბერში. გარდა იმისა, რომ აქ საუბარია შესაძლო ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე, თავად ფაქტი ნებისმიერი სხვა დამატებითი ნივთიერების შერევის, ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც თავისი სიმძიმით უტოლდება ადამიანის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ამიტომ აუცილებელია ამ საქმის გამოძიება პარლამენტში, ყველა იმ შესაბამისი თანამდებობის პირის დაბარება - დაწყებული შს მინისტრით, დამთავრებული პრემიერ-მინისტრით, ვისაც პირდაპირი ან ირიბი შემხებლობა შეიძლება ჰქონოდა ამ საქმესთან. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გვექნება რეალობა, როდესაც მუდმივად იქნება საფრთხე ხელისუფლების მხრიდან არაპროპორციული და არაკანონიერი ძალის გამოყენების", - ამბობს გიორგი შარაშიძე.
"ქართული ოცნება" უარს ამბობს საგამოძიებო კომისიის ფორმატში დაადგინოს, რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს ნოემბერსა და დეკემბერში აქციის მონაწილეეების წინააღმდეგ.