უარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე - რით იმართლებს თავს "ქართული ოცნება"
გახარიას პარტია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს - „ქართული ოცნება“ უარზეა.
დღეს პარლამენტში მისული შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ირწმუნებოდა, რომ "გამოსაძიებელი მამუკა მდინარაძის უწყებამ უკვე გამოიძია".
დარახველიძე ამტკიცებს, რომ სუს-მა ზუსტად თქვა, რა ნივთიერება იქნა გამოყენებული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.
ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განიმარტა, რომ შსს-ს არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია და აგრეთვე მიუთითა იმ ნივთიერების თაობაზე, რაზეც იყო საუბარი, რომ ვთქვათ რა ნივთიერება იქნა გამოყენებული კონკრეტული ფოტო-მტკიცებულებებით, ასევე კონკრეტულ განცხადებაში მითითებული იქნა კონკრეტულად იმ ნივთიერების თაობაზე, თითქოსდა ეს იყო ისეთი აკრძალული ნივთიერება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არ გამოყენებულა, აღმოჩნდა, რომ ეს იყო სრული სიცრუე. შესაბამისად, დამატებითი გამოძიების საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან საგამოძიებო უწყებამ, ვისაც ამის კომპეტენცია გააჩნდა, ჩაატარა გამოძიება. ასევე, ბატონი პრემიერის მხრიდან იქნა გაჟღერებული, რომ თუ ვინმეს აქვს დამატებითი კითხვები, გარე აქტორებს, მათ შეუძლიათ გაეცნონ საქმის მასალებს.
ჩვენ არაფერს არ გავუბრივართ, ამ შემთხვევაში ჩატარდა გამოძიება, შსს-მ სრულად ითანამშრომლა საგამოძიებო უწყებასთან, ყველა მტკიცებულება, რაც რელევანტური იყო საქმისთვის, მიწოდებულ იქნა და ამოღებულ იქნა საქმის ფარგლებში", - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.
დღეს "ოცნების" წევრები ერთმანეთის მიყოლებით ამტკიცებდნენ, რომ "ყველაფერი გამოძიებულია". ერთ-ერთი ასეთი იყო არჩილ გორდულაძეც.
კომისიის შექმნა-არშექმნა ერთი კონკრეტულად გარე ძალებიდან დაფინანსებული და მართული ე.წ. ოპოზიციური პარტიის გახარიები-ნაცების წარმოჩენა, თითქოს რაიმეს აკეთებენ პარლამენტში. გამოძიებულია ყველაფერი, ყველა სიტყვას პასუხი აქვს გაცემული", - ამბობს არჩილ გორდულაძე.
გახარიების მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე თამაში უწოდა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა სეფაშვილმა.
გახარიების ეს ნაბიჯი, რომ ყოველ ყურით მოთრეულ მიზეზზე შევქმნათ საგამოძიებო კომისია, ეს ემსგავსება მხოლოდ და მხოლოდ თამაშს - განაცხადა სეფაშვილმა.
საგამოძიებო კომისია არ არის თამაში, როგორც ეს გახარიებს წარმოუდგენიათ. გახარიების ეს ნაბიჯი, რომ ყოველ ყურითმოთრეულ მიზეზზე შევქმნათ საგამოძიებო კომისია, ეს ემსგავსება მხოლოდ და მხოლოდ თამაშს - არასერიოზულია და მე ვურჩევდი მათ, რომ რაიმე უფრო ფუნდამენტური მიზეზი მოიფიქრონ, თუ შეუძლიათ, რაშიც მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, იმიტომ, რომ ასეთი საკითხები არ არსებობს. თუ არსებობს, ჩვენ "ხალხის ძალას" და "ოცნებას" ვგულისხმობ, შეგვწევს ძალა, რომ დავინახოთ ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში არსებობს", - აცხადებს ეკა სეფაშვილი.
"ქართული ოცნება" უარს ამბობს საგამოძიებო კომისიის ფორმატში დაადგინოს, რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს ნოემბერსა და დეკემბერში აქციის მონაწილეეების წინააღმდეგ.