"ქართული ოცნების" პასუხი კრემლს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის განცხადებას "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ.
რა თქმა უნდა, ჩვენ ნორმალიზების მომხრე ვართ. ამის წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა, - თქვა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
„ჩვენ ვთქვით, რა არის საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენის წინაპირობა. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები აღდგება იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღიარებული, ნორმალიზების გზა ეს არის. რუსეთის ფედერაციამ და ხელისუფლებამ კარგად იცის, ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობა რა არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ნორმალიზების მომხრე ვართ, ამის წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული, იმ პირობით, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში „ხურდა ფული“ არ გახდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა რუსულ მედიას განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთი „საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობებისკენ“ ისწრაფვის.
- „რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. მთავარია, რომ საქართველო ანტირუსულ თამაშებში „ხურდა ფული“ არ გახდეს“, - განაცხადა კალუგინმა.