"ოცნება" კრემლის კარნახით მოქმედებს - ოპოზიცია მოსკოვის განცხადებაზე

16.12.25 13:25
"ოცნება" კრემლის კარნახით მოქმედებს - ოპოზიცია მოსკოვის განცხადებაზე

რუსეთის განცხადებები თანხვედრაშია ივანიშვილის ინტერესებთან, - ასე ეხმიანება ოპოზიცია მოსკოვის მორიგ განცადებას, რომელიც "ოცნებას" "პრაგმატიზმს" უწონებს და ამასთან, ახალ პირობებს უყენებს.

ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პუტინთან ალიანსი პირდაპირ რუსეთთან სამხედრო ალიანსს ნიშნავს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ქართველი ახალგაზრდები რუსეთის მხარეს ომში საბრძოლველადაც გაიწვიონ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ივანიშვილის ძალადობის და ქაოსის რეჟიმის ალიანსი, პუტინთან პოლიტიკური ალიანსი, ეს იქნება სამხედრო ალიანსის წინაპირობა, რაც, მაგალითად, ხდება ახლა ოკუპირებულ აფხაზეთში, როდესაც სამხედრო ალიანსში მყოფი რუსეთი, როგორც მოკავშირე, აიძულებს ყველა სვა ქვეყანას, ვინც მასთან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს სამხედრო-პოლიტიკურ, რომ ჯარში გაწვევა მოხდეს უკვე რუსეთის მხარეს. ამიტომ, ის განცხადებები, რომელიც კეთდება რუსეთიდან, რომელიც კეთდება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, არის ზუსტად თანხვედრაში ივანიშვილის ინტერესებთან, მაგრამ სრულ წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის ინტერესებთან, - ამბობა დეკანოიძე. 

"ლელოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ საქართველოს რუსეთთან სასაუბრო ნამდვილად აქვს, თუმცა ეს მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას და დევნილების დაბრუნებას შეიძლება, შეეხებოდეს.  

მთავარია, რომ კი, რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს სალაპარაკო რუსეთთან, სალაპარაკო აქვს ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტარიზაციაზე, დევნილების დაბრუნებაზე და საქართველოს საკონსტიტუციო წყობილების და სუვერენული სახელმწიფო მმართველობის აღდგენაზე იმ ტერიტორიებზე, რომელი საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. ამ თემებზე, ცალსახად, გვაქვს სასაუბრო. ახლა, კალუგინი იქნება ეს, ლავროვი თუ ვინმე სხვა მათი შეფასებები იმასთან მიმართებაში, საქართველოს რა როლი ექნება მსოფლიო გეოპოლიტიკაში, არავის აინტერესებს არც მაგათთან სახლში და არც ამის გარეთ, - ამბობს დათუნაშვილი. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" ახლა კრემლის კარნახით მოქმედებს. მისი თქმით, კობახიძის აშხაბადში ჩასვლაც სწორედ რუსეთის სურვილი იყო. 

გიორგი ბუტიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ სულ მალე "ოცნებამ" რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე დაიწყოს საუბარი. 

პირდაპირ კარნახით მოქმედებს "ქრთული ოცნება" კრემლიდან. შესაბამისად, იქ ჩასვლაც იყო იმ დიდი გეოპოლიტიკის ნაწილი, რასაც "ქართული ოცნება" დღეს უკვე ღიად აცხადებს და ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ რუსეთი იწონებს ამ ნაბიჯებს, ვინაიდან რუსეთის და კრემლის დაგეგმილია სწორედ ის ნაბიჯები, რასაც "ქართული ოცნება" დგამს. ჩვენ ყველა ჯერზე, მოდის მტკიცებულება და ვუყურებთ, ყველა ის ნაბიჯი, რაც იდგმებ "ქართული ოცნების" მხრიდან არის რუსული ნაბიჯები, რუსული მეთოდის, რუსული კარნახით, ამიტომ შემდეგ ეტაპი, რასაც შეიძლება, ჩვენ ველოდოთ, არის, უკვე ღიად დაიწყოს საუბარი "ქართულმა ოცნებამ" დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე რუსეთთან, - ამბობს ბუტიკაშვილი.  

მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული, იმ პირობით, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში „ხურდა ფული“ არ გახდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა რუსულ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთი „საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობებისკენ“ ისწრაფვის.

  • „რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. მთავარია, რომ საქართველო ანტირუსულ თამაშებში „ხურდა ფული“ არ გახდეს“, - განაცხადა კალუგინმა.

 

მსგავსი სიახლეები