მეცოლა: ყველაფერი, რაც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს EU-ში გაწევრიანებას, ევროპარლამენტში ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება
ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ, ყველაფერი, რაც საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიის საფუძვლებს, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროპარლამენტში ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება.
სტრასბურგში, სადაც სახაროვის პრემიის გამარჯვებულების დაჯილდოება იმართება. მეცოლამ სიტყვით გამოსვლისას მხარდაჭერა გამოცუხადა ქართველ ხალხს და განაცხადა, რომ ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდში დგომას განაგრძობს.
ეს არის გზავნილი, რომელიც გვიბიძგებს ჩვენ იმისკენ, რომ ზურგი არ შევაქციოთ. სწორედ ეს არის ის, რასაც გვთხოვენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც მოგვმართეს და გვითხრეს: „გთხოვთ, ჩვენ გვსურს ევროკავშირის ნაწილი ვიყოთ, თვალი არ აგვარიდოთ“.
ასე რომ, ყველაფერი, რაც საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიის საფუძვლებს, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ პარლამენტში ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება და ამაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ…. ჩვენ ვდგავართ იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ. ხვალ და ზეგ ევროპულ საბჭოს ვესწრები და ეს არის გზავნილი, რომელიც თან მიმაქვს. ჩვენ ვეძებთ სტრატეგიულ ავტონომიას, რომელიც ევროკავშირს სჭირდება ძლიერი კონტინენტისთვის, მათ შორის მის სამეზობლოში და იმ ქვეყნების გაწევრიანების კუთხით, რომლებსაც სურთ გაწევრიანება. მედიის თავისუფლებასა და დაცვასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი მტკიცეა.