რასა იუკნევიჩიანე: მზია ამაღლობელი იბრძვის იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომლის სათავეც კრემლშია
"სახაროვის პრემია არის მესიჯი სხვა ქვეყნებისთვისაც, რადგან დეზინფორმაციის და ტყუილების გამო, ჩვენი დემოკრატიები ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეა" - ამის შესახებ ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.
- ცნობისთვის, დღეს, 16 დეკემბერს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს სტრასბურგში ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.
- სახაროვის პრემია 2025 წელს პატიმრობაში მყოფ ორ ჟურნალისტს, ქართველ მზია ამაღლობელსა და ბელარუს ანდჟეი პოჩობუტს გადაეცა.
მზია ამაღლობელი და ანდჟეი პოჩოპუტი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ერთი და იმავე ბოროტების წინააღმდეგ იბრძვიან, რომლის საფუძველიც კრემლშია.
არ დაგავიწყდეთ, რომ ორი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩოპუტი ბელორუსიდან უკვე 5 წელია პატიმრობაშია ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ და ასევე პატიმრობაშია მზია ამაღლობელი, დღეს ორივე მათგანი სახაროვის პრემიით დაჯილდოვდა. ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ერთი და იმავე ბოროტების წინააღმდეგ, რომლის საფუძველიც კრემლშია. ეს ადამიანები ბელორუსიის და საქართველოს სიმბოლოს წარმოადგენენ, ჩვენ ამ ჟესტით გვსურს ხალხს მივცეთ იმედი, ვიდრე გვიანი არ არის. სახაროვის პრემია არის მესიჯი სხვა ქვეყნებისთვისაც, რადგან დეზინფორმაციის და ტყუილების გამო, ჩვენი დემოკრატიები ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეა," - განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.