ქართველი ხალხი იტანჯება, "ოცნების" რეპრესიებსა და რუსეთისკენ გადახრაზე ყურადღება უნდა გავამახვილოთ - ლუაზო
ქართველი ხალხი იტანჯება, "ოცნების" რეპრესიებსა და რუსეთისკენ გადახრაზე ყურადღება უნდა გავამახვილოთ - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომის შემდეგ "ევროსკოპთან" განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი რეპრესიებსი მიუხედავად იბრძის და არ ძალევს "ოცნებას" იმის საშუალებას, რომ ევროპული მომავალი მოპაროს.
ძალიან მნიშვნელოვანია ვფოკუსირდეთ საქართველოზე და იმაზე რაც აქ ხდება. რადგან რეპრესიები, დემოკრატიული უკუსვლა, ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლა და რუსეთისკენ გადახრა, ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ წასვლა არის ის, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ამიტომ, ძალიან კარგია რომ ვმართავთ დებატებს. ჩვენ ვიცით რომ ქართველი ხალხი იტანჯება იმით, რაც ქვეყანაში ხდება, ვიცით რომ ზოგიერთი ადამიანი ციხეშია . ჩვენ არ გვსურს ადამიანებს ციხეში უშვებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მშვიდობიანად აპროტესტებენ. ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, ისინი ხელისუფლებას ვერ მისცემენ უფლებას მოპაროს ევროპული მომავალი. რაც შეეხება ბიბისის -მე ვნახე გამოძება, მე ვნახე ეჭვი ქიმიურიი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით დემონსტრანტების წიააღმდეგ. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა. ამის გამოძიება დამოუკიდებლად უნდა მოხდეს, რადგან მთავრობას და საამართალდამცავ ორგანოებს არ შეუძლიათ მათივე ხალხის წინააღმდეგ წავიდნენ", - განაცხადა ლუაზომ.