კონკრეტული პირების წინააღმდეგ სავიზო სანქციების დაწესება ისევ მაგიდაზე დევს, მალე ძვრები იქნება - გრეგოროვა

17.12.25 11:04
კონკრეტული პირების წინააღმდეგ სავიზო სანქციების დაწესება ისევ მაგიდაზე დევს, მალე ძვრები იქნება - გრეგოროვა

 

 

ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ "ოცნების" კონკრეტული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სავიზო სანქციების დაწესება ისევ მაგიდაზე დევს და მალე ამ მხრივ ძვრები იქნება.

ვფიქრობ, რომ კაია კალასი საუბრობს ამაზე მინისტრებთან და პრემიერ-მინისტრებთან საბჭოს დონეზე - აცხადებს ევროპარლამენტარი "ევროსკოპთან". 

როგორც გრეგოროვამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, ამ პრიზის მზია ამაღლობელისთვის გადაცემის გადაწვეტილებით ევროპისგან ქართველი ხალხის ბრძოლაა აღიარებული. 

ბოლო თვეების მანძილზე, ევროკავშირი არც ისე ძლიერი იყო ქართველი ხალხის მხარდაჭერის კუთხით, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლით დაებრუნებინათ დემოკრატია. ყოველ წელს, სახაროვის პრიზის გადაცემა არის სიგნალი იმისა, რა არის ევროპარლამენტისა და ევროკავშირის პრიორიტეტი. ამ გადაწყვეტილებით აღიარებულია ქართული ბრძოლა. ჩვენი მექანიზმები არ შეცვლილა. უნგრეთი შეიძლება ბლოკავს ევროკავშირის სანქციებს , მათ წინააღმდეგ ვინც რეპრესიებს უწყობს მოქალაქეებს, მაგრამ შეიძლება იყოს ორმხრივი სანქციები წევრი სახელმწიფოების დონეზე. ვფიქრობ, რომ კაია კალასი საუბრობს ამაზე მინისტრებთან  და პრემიერ-მინისტრებთან საბჭოს დონეზე. ასე, რომ ეს საკითხი ისევ მაგიდაზე დევს. რა თქმა უნდა, ისევ არის საუბრები ვიზის რეჟიმთან დაკავშირებით კონკრეტული პირების წინააღმდეგ - ვფირობ, რომ კალასი და სხვები დახურულ კარს მიღმა ამას  უჭეერენ მხარს. ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ძალიან მალე ძვრები იქნება", - აცხადებს გრეგოროვა. 

მსგავსი სიახლეები