კობახიძის აღიარება - რას ამბობს "ოცნების" ლიდერი არასამთავრობოებზე

17.12.25 11:00
კობახიძის აღიარება - რას ამბობს "ოცნების" ლიდერი არასამთავრობოებზე

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ არასამთვრობო ორგაზაციები მათი სამიზნე წლების წინ გახდა, თუმცა მათ წინააღმდეგ ზომების მიღებას ვერ ბედავდნენ. ამის შესახებ "ოცნების" ლიდერმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.

ორგანიზაციები, რომლებიც "ქართული ოცნების" მუშაობას აკონტროლებენ და ადამიანის უფლებებს იცავენ, კობახიძემ უცხო ქვეყნების ინტერესებს გამტარებლად გამოაცხადა. მისი მტკიცებით, არასამთავრობოები ადამიანებს წლების განმავლობაში ატყუებდნენ, თითქოს დასავლეთიდან მანკიერი მიზნებისთვის თანხები ვერ შემოვიდოდა. 

ტერმინი არასამთავრობო ორგანიზაცია არის უკვე ტყუილი. ტერმინი სამოქალაქო საზოგადოება უკვე არის ტყუილი. სინამდვილეში, არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობდნენ საქართველოში. სინამდვილეში, ესენი იყვნენ უცხოური სამთავრობო ორგანიზაციები, უცხოური მთავრობების დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები. ...ამაზე საუბარიც კი აკრძალული გვქონდა და რუსულ კანონად მაგიტომ მონათლეს კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. თუ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, გამოდის, რომ უნდა არსებობდეს არასამოქალაქო საზოგადოებაც. წარმოიდგინეთ, რომ ლომჯარია და გიგაური არიან სამოქალაქო საზოგადოება და უნივერსიტეტის პროფესურა არის არასამოქალაქო საზოგადოება, შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანები, ან ჟურნალისტები და ა.შ. არის არასამოქალაქო საზოგადოება. ამაზე ჩვენ საუბარს ვერ ვბედავდით წლების განმავლობაში და ამაზე საუბარი დავიწყეთ 2022 წლიდან. ჩვენ სიმართლეს ავხადეთ ფარდა მტკივნეული პროცესების ფონზე. გახსოვთ, რამდენი ადამიანი მოატყუეს, როდესაც ჩვენ ვიღებდით კანონს გამჭვირვალობის შესახებ და დააჯერეს, რომ როგორ შეიძლება, რომ დასავლეთიდან წამოვიდეს უარყოფითი, მანკიერი მიზნებისთვის თანხები და ამ ტყუილში აცხოვრებდნენ ადამიანებს, - თქვა ივანიშვილის პრემიერმა. 

მსგავსი სიახლეები