საქართველო უნდა გათავისუფლდეს იმ ხალხისგან, ვინც ქართველ ერს საბჭოთა სტილის მმართველობაში აბრუნებს - ევროპარლამენტარი
ჩვენ ვდგავართ ქართველი დემოკრატების გვერდით, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რაფაელ გლუკსმანმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომის შემდეგ "ევროსკოპთან" განაცხადა.
ევროპარლამენტარმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო უნდა გათავისუფლდეს იმ ხელ;ისუფლებისგან, რომელიც ერს რუსული გავლენის ქვეშ, საბჭოთა სტილის მმართველობაში აბრუნებს.
ჩვენ ვდგავართ ქართველი დემოკრატების გვერდით, რომლებიც იბრძიან რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ ქართველი ჟურნალისტების გვერდით, ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის და საქართველო უნდა გათავისუფლდეს იმ ხალხისგან, ვინც ქართველ ერს წარსულში აბრუნებს - რუსული გავლენის ქვეშ, საბჭოთა სტილის მმართველობაში", - აცხადებს ევროპარლამენტარი.