BBC-ის გამოძიება - ევროპარლამენტი საქართველოს საკითხზე მსჯელობისთვის ემზადება

17.12.25 11:09
BBC-ის გამოძიება - ევროპარლამენტი საქართველოს საკითხზე მსჯელობისთვის ემზადება

BBC-ის გამოძიება - ევროპარლამენტი დილიდან საქართველოს საკითხზე დებატებისთვის ემზადება. ბრიუსელმა ქართველი ხალხის წინააღმდე ქიმიური ნივთიერებსი შესაძლო გამოყენებაზე უნდა იმსჯელოს. 

"ქართული ოცნების" გამოძიებას ევროკავშირის ნდობა არ აქვს -  ამას ამბობენ ევროდეპუტატები. 

დებატები თბილისის დროით დაახლოებით 16:00 საათზე გაიხსნება. ასევე აღსანიშნავია, რომ ხვალ ბრიუსელში იმართება ევროპული საბჭო,  სადაც 27 სახელმწიფოს ლიდერი შეიკრიბება. სავარაუდოდო საქართველოს საკითხი ხვალაც იქნება დღსი წესრიგში. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

მსგავსი სიახლეები