"ყველას დაგირიგდებათ"- თეა წულუკიანის კომისიის დასკვნა წიგნად გამოიცა

17.12.25 13:26
"ყველას დაგირიგდებათ"- თეა წულუკიანის კომისიის დასკვნა წიგნად გამოიცა

თეა წულუკიანის კომისიის დასკვნა წიგნად გამოიცა - დღეს "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მალე ინგლისური თარგმანიც მზად იქნება. 

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის ანგარიში გამოიცა. თქვენც დაგირიგდებათ, მედიასაც დაურიგდება. ინგლისური თარგმანიც უკვე მზად არის და ბეჭდვისთვის მზადდება. რამდენიმე კვირაში იქნება მზად და დაეგზავნება ყველა რელევანტურ ორგანიზაციას, საელჩოს და ასე შემდეგ“ - თქვა დღეს, 17 დეკემბერს შალვა პაპუაშვილმა სადავო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დროებითმა კომისიამ მუშაობა დაიწყო 2025 წლის თებერვალში. მისი მიზანი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვისთვის საფუძვლის შექმნა იყო.

  • „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ „ქართული ოცნება“ მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.

მსგავსი სიახლეები