თუ მიგაჩნიათ, რომ უკანონო არაფერი ჩაგიდენიათ, რატომ გაურბიხართ საგამოძიებო კომისიის შექმნას? - შერაშიძე "ოცნებას"

17.12.25 15:59
თუ მიგაჩნიათ, რომ უკანონო არაფერი ჩაგიდენიათ, რატომ გაურბიხართ საგამოძიებო კომისიის შექმნას? - შერაშიძე "ოცნებას"

5 დღეში ჩატარებული გამოძიებით, გვაინტერესებს, როგორ დაადგინეთ, წყალში გარეულ ნივთიერებას ადამიანის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი ეფექტი ჰქონდა თუ არ ჰქონდა? , - ამ კითხვით მიმართა "ოცნების" დეპუტატებს გახარიას გუნდის წევრმა გიორგი შერვაშიძემ პარლამენტში. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე დასვა კითხვა, რატომ უნდა ენდოს საზოგადოება სუსის გამოძიებას. 

 შერვაშიძემ "ოცნებას" აქციების დროს ჟურნალისტებზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმებიც გაახსენა, რომლებეც რეაგირება დღემდე არ მომხდარა და იკითხა, რამდენად ჰუმანურ აქტად მიაჩნიათ მომხდარი.

გახაიას გუნდის წევრმა ასევე კითხვა საგამოძიებო კომისიის შესახებაც დასვა და ივანიშვილის გუნდის წევრებს ჰკითხა, რატომ არ სურთ მისი შექმნა, თუკი მიაჩნიათ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ.

5 დღეში ჩატარებული გამოძიებით, გვაინტერესებს, როგორ დაადგინეთ, წყალში გარეულ ნივთიერებას ადამიანის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი ეფექტი ჰქონდა თუ არ ჰქონდა? ან რატომ უნდა ენდოს ხალხი თქვენს გამოძიებას მაშინ, როცა იგივე ნოემბერ-დეკემბერში ჩადენილ არცერთ უკანონობაზე რეაგირება საერთოდ არ მოგიხდენიათ? ან რისი თქმა გინდათ, რომ ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული არაადამიანური სისასტიკე იყო პროპორციული და კანონიერი, თუ მაგალითად, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის სიკვდილისთვის გამეტება იყო ჰუმანური აქტი? თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს კითხვები არის არალეგიტიმური და უკანონო არაფერი ჩაგიდენიათ, მაშინ რატომ გაურბიხართ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას?, - თქვა შერვაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის სკანდალის ირგვლივ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივა სესიაზე კენჭისყრის დროს დაბლოკა.  

მსგავსი სიახლეები