დაირღვა ჩემი უფლებები პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით - მერიიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელე კალაძეს უჩივის
უკანონოდ გათავისუფლებულმა საჯარო მოხელემ კალაძის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო. ნინიკო ბრეგვაძე, რომელიც მერიაში 11 წლიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლეს, დარმწუნებულია, რომ სამსახურიდან ევროკავშირის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოწერის გამო გაუშვეს.
მისი თქმით, მისი უფლებები ყველა მხრივ დაირღვა და ახლა სამსახურში აღდგენას და კომპენსაციას ითხოვს.
წარდგენილი დოკუმენტაცია მოსამზადებელ პროცესეც კი ცხადყოფს, რომ დარღვეული ჩემი უფლებები. 17 მარტიდან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მინიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ გამათავისუფლა სამსახურიდან ევროინტეგრაციის პეტიციაზე მარდაჭერის გამო. შშმ პირი 11 წელი ვმუშაობდი თბილისის მერიაში. გვქონდა მედიაცია ივნისში, თუმცა, სამწუხაროდ, ჩემთან დაკავშირებით დაირღვა ყველანაირი უფლება. გაეროს კონვენციითაც შშმ პირთა მიმართ დადგენილი კანონმდებლობა არ შესრულდა, დაირღვა ჩემი უფლებები პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით, - ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე.
კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში საქმეების შეტანას კიდევ ათობით ყოფილი საჯარო მოხელე აპირებს. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ სამსახურიდან გაშვება მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიება იყო.