ევროპული ბიუროკრატია ფსკერზე დავიდა - კალაძე
ევროპული ბიუროკრატია ფსკერზე დავიდა - ასე პასუხობს კახა კალაძე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დასკვნას საქართველოს შესახებ.
"ოცენბის" ლიდერი ევროკავშირს ცრუ განცხადებების გაკეტებაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ევროპული ბიუროკრატია გაუბედურებულ-განადგურებულია.
დღეს საქართველოს ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია. როდესაც ვისმენთ ცრუ განცხადებებს და თავდასხმებს, აბა როგორ გგონიათ, ჩვენ ჩუმად უნდა ვიყოთ და ხალხს სიმართლე არ უნდა ვესაუბროთ?
დღეს ვხედავთ ევროპული ბიუროკრატია რა მდგომარეობაშია, განადგურებულია, გაუბედურებული, რეპუტაცია დაკარგული, თუ კი შეიძლება სადღაც ფსკერზე დახვიდე, იქ არის ევროპული ბიუროკრატია“, - აღნიშნა კალაძემ.
ასევე ნახეთ:
- ევროკავშირის საბჭო "ოცნებას" - გაათავისუფლეთ ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი
- ევროპული საბჭო: "ოცნების" მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს