1-ელ ნოემბრამდე უნებართვოდ მომუშავე ტაქსის მძღოლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ

17.12.25 17:03
1-ელ ნოემბრამდე უნებართვოდ მომუშავე ტაქსის მძღოლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ

პარლამენტმა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტს 79 ხმით, III მოსმენით მხარი დაუჭირა - შესაბამისად პირები, რომლებმაც 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ტაქსის მომსახურება მომხმარებელს უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით მიაწოდეს, დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან. 

  • აღნიშნული შეღავათის ინიციატორი დედაქალაქის მერია იყო.

კანონპროექტის თანახმად: 

  • ერთჯერადი დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის (მათ შორის, გასამმაგებული და გასამმაგებულის გასამმაგებული ჯარიმის) ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლდება ის პირი, რომელმაც საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) საქმიანობა სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განახორციელა 2025 წლის 1 ნოემბრამდე.

მსგავსი სიახლეები