"დააწერონ ქვეყანას პირდაპირ „გაუქმებულია, გაუქმებულია“ - მახაშვილს ევროკავშირის საბჭოს მოწოდებები არ მოსწონს

17.12.25 17:06
"დააწერონ ქვეყანას პირდაპირ „გაუქმებულია, გაუქმებულია“ - მახაშვილს ევროკავშირის საბჭოს მოწოდებები არ მოსწონს

 

 

"დააწერონ ქვეყანას პირდაპირ „გაუქმებულია, გაუქმებულია“ - "ოცნების" დეპუტატს, ლევან მახაშვილს ევროკავშირის საბჭოს მოწოდებები არ მოსწონს.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დასკვნის საპასუხოდ, მახაშვილმა დღეს EU დღეს თვითდინებაში მყოფ ორგანიზაციას მოიხსენია და ირწმუნებოდა, რომ ევროპული გაერთინება წარსულში მიღებული არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მსვერპლი გახდა. 

ახალი არაფერი თქმულა დღეს ევროკავშირის მიერ. ეს არის თვითდინებაში მყოფი ორგანიზაცია, რომელიც მსხვერპლი გახდა წარსულში მიღებული არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების. 

არამხოლოდ ცარიელი ბრალდებები, არამედ ხშირად ეს არის პოლიტიკური პროპაგანდა, როცა “პოლიტიკურ პატიმარს” უწოდებ ადამიანებს, რომლების სახელმწიფო წარმომადგენლებს და ინსტიტუტებს თავს ესხმიან, რა ვიცი, დააწერონ ქვეყანას პირდაპირ “გაუქმებულია, გაუქმებულია” და თავად აიღონ ქვეყნის მართვა ხელში. მაშინ გააუქმონ სახელმწიფო. რისთვის არის ან ხელისუფლება, ან არჩევნები, ან პარლამენტი? ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია”, - განაცხადა მახაშვილმა.

ასევე ნახეთ:

 

მსგავსი სიახლეები