EU-ს 26 წევრი ქვეყანა "ოცნებას": გაათავისუფლეთ უსაფუძვლოდ დაპატიმრებულები, გააუქმეთ რეპრესიული კანონები

17.12.25 20:23
EU-ს 26 წევრი ქვეყანა "ოცნებას": გაათავისუფლეთ უსაფუძვლოდ დაპატიმრებულები, გააუქმეთ რეპრესიული კანონები

ევროკავშირის 26 ქვეყანა "ქართული ოცნებისგან" პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.  ანუ იმ ადამიანების, ვინც რუსთაველის გამზირზე საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ, ასევე იმ პოლიტიკოსების, ვინც ციხეში პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარების გამო ჰყავთ გამოკეტილი. ირაკლი კობახიძეს ეს არ მოსწონს და თავდასხმაზე გადადის.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დასკვნა ვრცელი დოკუმენტია, რომელშიც ცალკე 7 პუნქტიანი თავი საქართველოს ეთმობა. ანგარიშის მიხედვით, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში საქართველოს ყველა მიმართულებით უკუსვლა აქვს და ივანიშვილის პარტია პრაქტიკულად მატყუარა მმართველადაა გამოცხადებული.

ივანიშვილის მთავრობას დეზინფორმაციის და სიცრუის პროპაგანდაში სდებენ ბრალს.  დღეს კახა კალაძე მაინც ირწმუნებოდა რომ მხოლოდ თავს იცავენ, ამ თავის მართლებიდან ორ წუთში კი საკუთარივე სიტყვების წინააღმდეგ წავიდა.

მძიმე ანგარიში ოცნებისთვის - თათია წოწონავა დეტალებით

მსგავსი სიახლეები