როგორ ჩამოიშალა თოშხუა-შერვაშიძის საქმე? - დაზარალებულად მიჩნეულმა პირმა დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა
ბექა გოცირიძემ პროკურატურა დღეს მძიმე დღეში ჩააგდო. სახელწიფო ბრალდების ოქროს მოწმემ ჯერ სასამართლოში და შემდეგ სასამართლოს გარეთ, რამდენჯერმე გაიმეორა, რომ პრეტენზია დაკავებული თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის მიმართ არ აქვს. მეტიც, მათი გათავისუფლებას ითხოვს.
"ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ საგანგაშო არა, ბიჭებს გირაოთი თუ გამოუშვებთ გამიხარდება" - ამ სიტყვებით მიმართა დღეს სასამართლოს "ქართული ოცნების" აქტიურმა მხარდამჭერმა და სისხლის სამართლის საქმის მთავარ დაზარალებულად მოხსენიებულმა პირმა.
ვიდრე ყველაფერს თავის სახელს დაარქმევდა, გოცირიძე, დღეს ის დაინტერესდა, მოსამართლესთან არკვევდა, რატომ ჰყავთ ერთი ჩხუბის გამო ციხეში ახალგაზრდები. დაზარალებულის სტატუსის მქონდე მოწმეს სხდომაზე ეტყობოდა, რომ ჩვენების მიცემა ეუხერხულებოდა. ვერაფერს იხსენებდა და მომხდარს ჩვეულებრივ მოვლენად აფასებდა. ამიტომ პროკურორი იძულებული გახდა, სხდომაზე წაეკითხა ის ჩვენება, რომლიც გოცირიძეს გამოძიებისთვის ჰქონდა მიცემული.
გოცირიძემ ფაქტიურად ტყუილსა და საქმის გაყალბებაში ამხილა პროკურატურა. გამოძიების დაწყების პირველივე წამიდან, პროკურატურა ამტკიცებდა, რომ დანა საქმეში საერთოდ არ არსებობდა, ამიტომ დანა, რომელიც გოცირიძეს ამოუვარდა და მოქალაქეებმა პოლიციას გადასცეს, საქმეში როგორც ნივთმტკიცება არ ჩადეს. დღეს კი, გოცირიძემ თქვა, რომ მას დანა ჰქონდა, ოღონდ ირწმუნებოდა, რომ ამ დანის გამოყენებას არ აპირებდა, ინციდენტის დროს კი ამოუვარდა.
სინდისის პატიმრების თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძის საქმის განხილვა სასამართლოში 18 იანვარს გაგრძელდება. სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს მოსამართლე გოგუაძე ამ საქმეზე ვერდიქტს გამოაცხადებს.