ოქროს ზოდების ბუმი საქართველოში - ვისთვის მიიღეს კანონი?

17.12.25 20:00
ოქროს ზოდების ბუმი საქართველოში - ვისთვის მიიღეს კანონი?

ქართული ოცნების წევრებმა დღეს ერთხმად დაუჭირეს მხარი, ცვლილებებს კანონში და ამიერიდან, ოქროს ზოდები ქვეყანაში გადასახადის გარეშე შემოვა. ვისთვის მიიღეს ეს კანონი? ვის უნდა ოქროს ზოდების შემოტანა და თან ისე, რომ ბიუჯეტში ღირებულების 18% არ გადაიხადოს. ამ კითხვაზე პასუხი, "ოცნების" იმ წევრებმაც კი არ იციან, რომელებმაც ოქროს ზოდების შესახებ ცვლილებები დაასანქცირეს.

ეროვნული ბანკის ექს შეფის გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს 45 მლნ დოლარის ოქრო ზოდი უკვე იყიდა ბიძინა ივანიშვილმა. რატომ? სანქცირების გამო ბანკში შენახულ ფულს ბლოკი დაედება, სახლში შენახულ ოქროს ზოდებს კი ვერავინ შეეხება.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები უკვე ასახულია, მომავალი წლიდან ოქროს ვინც შემოიტანს, ვინც ოქროთი ივაჭრებს, დღგ-ს აღარ გადაიხდის და ფულსაც დაზოგავს. ეს ძალიან ჰგავს ე.წ ოფშორების კანონს, რომელსაც ინვესტიციები უნდა მოეტანა, მაგრამ ქვეყანაში რეალურად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ქონება მოიტანა, ნახატები , ოფშორული კომპანიები და მრავალმილიონიანი ნივთები - ოღონდ ისე რომ მას ზედმეტად ლარიც არ გადაუხდია. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ოქროზე შეღავათებიც ივანიშვილის და მისი მხარდამჭერი ბიზნესმენებისთვის წესდება.

ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ოქროს ზოდების კანონი მხოლოდ ივანიშვილისთვის არ მიუღიათ. ოქროს ზოდებში ფულს ის ხალხიც დააბანდებს, ვისაც ივანიშვილთან სიახლოვის გამო სანქციები ემქრება. 

ოქროს ზოდების ბუმი საქართველოში - ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები