255 ლარი არსებობისთვის - როგორ პასუხობენ "ოცნების" კალკულაციას მოქალაქეები?

17.12.25 20:12
255 ლარი არსებობისთვის - როგორ პასუხობენ "ოცნების" კალკულაციას მოქალაქეები?

შიმშილის პირას მყოფი მოქალაქეები და მილიონერი ჩინოვნიკები – ერთი ქვეყნის ორი მძიმე რეალობა. ივანიშვილის გუნდი აცხადებს, რომ თვეში 255 ლარით ცხოვრება სრულიად შესაძლებელია. საქსტატის მონაცემებიც, დღეში ადამიანს რვა ლარი და 50 თეთრი საკვებად საკმარისია. რაციონში თვეში 300 გრამი ბრინჯი, 300 გრამი ძეხვი და 600 გრამი ლობიო საკმარისია თავის გამოსაკვებად. 

დღეში 250 გრამი პური და თვეში 750 გრამი მაწონი, ესეც საქსტატის მიერ დადგენილი ნორმაა. დღეს პირველებმა "ოცნების" დეპუტატების ჰკითხა, თავად თუ შეძლებენ არსებობს 8 ლარით და 50 თეთრით. 

დეპუტატების პასუხის გაცემაც კი არ უნდათ. არადა აქვთ პრეტენზია, რომ ხალხის ინტერესებს გამოხატავენ პარლამენტში. არის თუ არა საკმარისი 255 ლარი საარსებო მინიმუმი. 

 ხალხი ამბობს რომ - არა. 

ეკონომისტები ამბობენ, რომ  საქსტატის მონაცემები საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან ქვეყანას ყოველდღიურად უმარავი ადამიანი ტოვებს.

ირაკლი ბახტაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები