"საქართველო ოლიგარქიულ ერთპარტიულ დიქტატურად იქცა" - დანიუს ჟალიმასი
"საქართველო ელექტორალურ ავტოკრატიად და ოლიგარქიულ ერთპარტიულ დიქტატურად იქცა" - ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა დანიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვის დროს გააკეთა.
ევროდეპუტატის შეფასებით, განსაკუთრებით, საგანგაშოა BBC-ის რეპორტაჟი. მისი თქმით, თუ დადასტურდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" "კამიტი" გამოიყენა, ეს იქნება ქიმიური იარაღის გამოყენების კონვენციის დარღვევა.
დანიუს ჟალიმასი აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია.
უნგრეთთან ერთად საქართველო ელექტორალურ ავტოკრატიად და ოლიგარქიულ ერთპარტიულ დიქტატურად იქცა. ეს აისახა ახალ რეგულაციებში, რომელიც კრძალავს მშვიდობიანი პროტესტს და გამოხატვის თავისუფლებას. განსაკუთრებით, საგანგაშოა BBC-ის რეპორტაჟი, თუ დადასტურდა, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური აგენტი სახელად "კამიტი" გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს იქნება ქიმიური იარაღის გამოყენების კონვენციის დარღვევა. დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა დანიუს ჟალიმასმა.