ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს შეხვედრა გაიმართება - რაზე იმსჯელებენ ლიდერები
ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ - ლიდერები ისაუბრენენ უკრაინაზე, მომავალ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე, გაფართოებაზე და ევროკავშირში არსებულ გეოეკონომიკურ სიტუაციაზე.
ლიდერები განიხილავენ უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და საკითხებს, რომლებიც ევროკავშირისგან სასწრაფო ქმედებას მოითხოვს.
შეხვედრაზე ისაუბრებენ უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიების მიცემაზე და ქვეყანაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ძალისხმევაზე.
ლიდერები ასევე შეაფასებენ, თუ როგორ გააძლიერონ უკრაინის მოლაპარაკების პოზიცია, გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე და გააგრძელონ ევროპის ინტერესების დაცვა.
ბლოკის გაფართოების საკითხზე მსჯელობისას, ევროკავშირის ლიდერები სამომავლო გეგმებს განიხილავენ.
„რეფორმების პროცესებს ღრმა ტრანსფორმაციული გავლენა აქვს კანდიდატ ქვეყნებზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამ კონტექსტში და ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის მიერ გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, ლიდერები სამომავლო გეგმებს განიხილავენ“, - აღნიშნულია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.