"გადახედეთ განათების კონცეფციას" - მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიმართვა კობახიძეს

18.12.25 12:33
"გადახედეთ განათების კონცეფციას" - მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიმართვა კობახიძეს

მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიკოსები "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებენ, გადახედოს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას.

მათი განცხადებით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში დიდი ხანია პრობლემებია, მაგრამ ახალი ზომები ვერ გადაჭრის მათ - "პირიქით, ისინი გაზრდის მთავრობის კონტროლს უმაღლესი განათლების სექტორზე".

აკადემიკოსები შეშფოთებას გამოთქვამენ სხვა ზომებზეც, რომელთა საშუალებითაც "ოცნებამ" სტუდენტები დააპატიმრა, მათი უფლებების მშვიდობიანად დაცვის გამო.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს:

16 ოქტომბერს თქვენ გამოაცხადეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია, რომელიც შვიდი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. ამ დოკუმენტში და თქვენს გამოსვლაში თქვენ და თქვენი მთავრობა არწმუნებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეროვნული რეფორმის კონცეფცია გააუმჯობესებს საქართველოს უმაღლესი განათლების ეფექტურობასა და ხარისხს და ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვეთანხმებით, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში დიდი ხნის პრობლემებია: უნივერსიტეტები და ინსტიტუტები არასაკმარისად არიან უზრუნველყოფილნი რესურსებით (2025 წელს, საქართველოს მთავრობის ხარჯები უმაღლეს განათლებაზე მშპ-ს 0.3% იყო); პროფესორ-მასწავლებლები არასაკმარისად არიან ანაზღაურებულნი, მუშაობენ ორ-სამ სამუშაოზე ოჯახების გამოსაკვებად; მთავრობის მიერ დაფინანსებული კვლევითი და სამეცნიერო ლაბორატორიები პრაქტიკულად არ არსებობს; ხოლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა უმუშევრობა ყოველწლიურად ხელს უწყობს მასობრივ საზღვარგარეთ მიგრაციას.

უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფციაში შემოთავაზებული ზომები ვერ გადაჭრის ამ პრობლემებს. პირიქით, ისინი გაზრდის მთავრობის კონტროლს უმაღლესი განათლების სექტორზე. მენეჯმენტი გადაეცემა მთავრობის წინაშე ვალდებულ რექტორებსა და ადმინისტრატორებს. უნივერსიტეტის ავტონომია და მასთან ერთად, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გეგმების ფაკულტეტის კონტროლი მნიშვნელოვნად შესუსტდება. უნივერსიტეტის ბიუჯეტები კიდევ უფრო შემცირდება და რეორგანიზაციის ფარგლებში განსხვავებული აზრის მქონე ფაკულტეტის წევრების გათავისუფლება უფრო ადვილი გახდება. „რეფორმა“ საქართველოში უკანასკნელ სფეროს დახურავს, რომელიც ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვისაა ღია. კარგად ფუნქციონირებადი უნივერსიტეტის სისტემა, რომელიც მოიცავს კრიტიკულ აზროვნებას, თვითმმართველობას, აკადემიურ თავისუფლებას, კარგად დაფინანსებულ კვლევის შესაძლებლობებს და საერთაშორისო გაცვლას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ეკონომიკის ზრდისთვის. უნივერსიტეტების გარეშე, სადაც ინფორმაცია თავისუფლად გაზიარდება და კვლევა თავისუფლად მიმდინარეობს, საქართველოს ეკონომიკა ვერ აყვავდება.

ჩვენ ვართ საერთაშორისო მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. ჩვენ შეშფოთებულები ვართ თქვენი მთავრობის მიერ მიღებული სხვა ზომებით, რომლებმაც გამოიწვია ფაკულტეტისა და სტუდენტების დაპატიმრება მათი უფლებების მშვიდობიანად დაცვის გამო. თქვენს მიერ შემოთავაზებული უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია არა მხოლოდ გააუქმებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს, არამედ შეზღუდავს თქვენი მოქალაქეების პერსპექტივებს, რომელთა წარმომადგენლადაც თქვენ აირჩიეთ. უმაღლესი განათლება სახელმწიფოს უზრუნველყოფს ჩართული მოქალაქეებითა და პროფესიონალებით, რომლებიც მშრომელ ადამიანებთან ერთად უზრუნველყოფენ ქვეყნის გადარჩენას და კეთილდღეობას სულ უფრო კონკურენტუნარიან გლობალურ წესრიგში.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ საგანმანათლებლო თვალსაზრისით მავნე წინადადებას და ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა შეიქმნას რეალური რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეებისა და მათი შვილების ცხოვრებას," - წერია წერილში. 

წერილი 15 დეკემბრით თარიღდება.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. პროფესორი სტივენ ჯონსი, დევისის ცენტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი
  2. პროფესორი რონალდ სუნი (ემერიტუსი), მიჩიგანის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი
  3. პროფესორი ერიკ რ. სკოტი, კანზასის უნივერსიტეტი
  4. პროფესორი დოქტორი ჰუბერტუს იანი (ემერიტუსი), კემბრიჯის უნივერსიტეტი
  5. პროფესორი კატრიონა კელი, FBA, უფროსი სამეცნიერო თანამშრომელი, ტრინიტი კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი
  6. პროფესორი დოქტორი ულფ ბრუნბაუერი, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ლაიბნიცის ინსტიტუტი, რეგენსბურგი (გერმანია)
  7. პროფესორი კელი ო’ნილი, ჰარვარდის უნივერსიტეტი
  8. პროფესორი როი ელისონი, სენტ ენტონის კოლეჯი, ოქსფორდის უნივერსიტეტი
  9. პროფესორი დონალდ რეიფილდი (ემერიტუსი), ქუინ მერი კოლეჯი, ლონდონის უნივერსიტეტი
  10. პროფესორი სტივენ ნილ მაკფარლეინი (ემერიტუსი), ოქსფორდის უნივერსიტეტი
  11. ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტი
  12. პროფესორი ფლორიან მიულფრიდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  13. პროფესორი პოლ მანინგი, ტრენტის უნივერსიტეტი, კანადა
  14. პროფესორი მაია ჩანქსელიანი, ოქსფორდის უნივერსიტეტი
  15. პროფესორი შარლ ურჟევიჩი (ემერიტუსი), INALCO, პარიზი, საფრანგეთი
  16. პროფესორი ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი
  17. პროფესორი მიხაელ როხლიცი, ოქსფორდის უნივერსიტეტი / ოქსფორდის საქართველოს პროგრამის დირექტორი
  18. დოქტორი ალექსანდერ მორისონი, ისტორიის ფელოუ და ტიუტორი, ნიუ კოლეჯი, ოქსფორდი
  19. პროფესორი ჯერემი სმიტი, აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტი
  20. პროფესორი გვიდო ჰაუსმანი, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ლაიბნიცის ინსტიტუტი
  21. პროფესორი ედმუნდ ჰერციგი, სპარსული კვლევების პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტი
  22. პროფესორი ბრიუს გრანტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
  23. პროფესორი ჯონათან უიტლი, ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი
  24. პროფესორი მირჟა ლეკე, რეგენსბურგის უნივერსიტეტი, გერმანია
  25. ელჩი უილიამ კორტნი (აშშ, პენსიაზე გასული)
  26. ელჩი კენეტ იალოვიცი (აშშ, პენსიაზე გასული)
  27. პროფესორი ტიმოთი ბლაუელტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  28. პროფესორი ჯული ჯორჯი, CUNY და კოლუმბიის უნივერსიტეტი
  29. პროფესორი რობერტ კინდლერი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი
  30. პროფესორი დოქტორი თეოხარის გრიგორიადისი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი
  31. დოქტორი თამარა დრაგაძე, მოწვეული პროფესორი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი
  32. პროფესორი მაიკლ დევიდ-ფოქსი, დირექტორი, ევრაზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი, საგარეო სამსახურის სკოლა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი
  33. დოქტორი მიშელ აბესერი, ასისტენტ-პროფესორი, ფრაიბურგის უნივერსიტეტი, გერმანია
  34. პროფესორი დოქტორი შტეფან აპლისი, ფრიდრიხ-ალექსანდერის უნივერსიტეტი ერლანგენ-ნიურნბერგი
  35. პროფესორი დოქტორი მათიას თეოდორ ფოგტი, დოქტორი honoris causa (პეჩის უნივერსიტეტი), დოქტორი honoris causa (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი), საქსონიის კულტურული ინფრასტრუქტურის ინსტიტუტის დირექტორი
  36. დოქტორი მაიკლ ჰ. ჩეჩირე, აფილირებული მკვლევარი, ევრაზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი
  37. პროფესორი დენ ჰილი (ემერიტუსი), ოქსფორდის უნივერსიტეტი
  38. PD დოქტორი კირსტენ ბიონკერი, ნორდოსტ-ინსტიტუტი, ჰამბურგის უნივერსიტეტი
  39. პროფესორი ენ მენელი, ტრენტის უნივერსიტეტი
  40. პროფესორი დოქტორი ზუზანე ფრანკი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
  41. პროფესორი დოქტორი რიკარდო ნიკოლოსი, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი
  42. დოქტორი რიკარდო მარიო კუჩიოლა, ნეაპოლის უნივერსიტეტი „ლ’ორიენტალე“, ნეაპოლი, იტალია
  43. პროფესორი ალექს კრუგლოვი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
  44. ლესია რუბაშოვა, ასოცირებული პროფესორი, უცხო ენების კვლევისა და განათლების ცენტრი, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  45. დოქტორი რასმუს ნილსონი, ლექტორი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
  46. დოქტორი პიტერ ბრაგა, ლექტორი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
  47. პროფესორი დოქტორი თომას ერტლი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი
  48. პროფესორი დოქტორი მარკ იუნგე, ერლანგენის უნივერსიტეტი, გერმანია, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის დეპარტამენტი
  49. პროფესორი პამელა დევიდსონი, რუსული ლიტერატურა, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
  50. დოქტორი ფილიპ კრისტოფ შმედეკე, აღმასრულებელი დირექტორი, აკადემიური ქსელი აღმოსავლეთ ევროპა (akno e.V.), SCIENCE AT RISK საგანგებო ოფისის დირექტორი
  51. პროფესორი რიჩარდ მოლი, პოლიტიკური სოციოლოგია, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
  52. ოლივია ბეილი, ენის კოორდინატორი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
  53. დოქტორი ჯესი ბარტონ ჰრონესოვა, ლექტორი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
  54. დოქტორი იაკუბ ბენეში, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა)
  55. პროფესორი დოქტორი ფ. ბენჯამინ შენკი, ბაზელის უნივერსიტეტი
  56. პროფესორი ქეთი კემპბელი, კინგს კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი
  57. პროფესორი ანკე ჰილბრენერი, ისტორიულ მეცნიერებათა ინსტიტუტი, ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტი, დიუსელდორფი, გერმანია
  58. მეგი ქარცივაძე, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
  59. დოქტორი ჰანს გუტბროდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  60. დოქტორი მაიკ ლოუდერი, გლაზგოს უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
  61. დოქტორი იულია იურჩუკი, ასისტენტ-პროფესორი, სოდერტორნის უნივერსიტეტი, შვედეთი
  62. პროფესორი ანტონ დე ბატსი, ემერიტუსი, გრონინგენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები)
  63. პროფესორი გეზინე დრევს-ზიულა, ნეოფილოლოგიის ინსტიტუტი – სლავისტიკა, იულიუს-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, ვიურცბურგი
  64. დოქტორი აბრაამ ფლორინი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი, კომუნიკაციის ფაკულტეტი, პოლიტიკური და ადმინისტრაციული კვლევების ეროვნული უნივერსიტეტი, ბუქარესტი

მსგავსი სიახლეები