"საქართველო ლიეტუვასაც დაშორდა" - ლიეტუვის პრეზიდენტი

18.12.25 13:06
"საქართველო ლიეტუვასაც დაშორდა" - ლიეტუვის პრეზიდენტი

 

 

"საქართველო ლიეტუვასაც დაშორდა" - ამი შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოში ბოლო დროს განვიტარებული მოვლენები "არ არის შესაბამისობაში იმასთან, რასაც ევროკავშირი მიიჩნევს დემოკრატიად".

ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო თავად ახდენს თავის დისტანცირებას ევროკავშირისგან და სანამ ქვეყანა არ გაიაზრებს, რომ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ კანონებს,  ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას, "მდგომარეობა ძალიან გართულდება". 

ის რაც საქართველოში ხდება, არ არის შესაბამისობაში იმასთან, რასაც ევროკავშირი მიიჩნევს დემოკრატიად. ცოტა არ იყოს განაწყენებული ვარ ბოლო დროინდელი მოვლენებით. ძალიან დიდი ემპათიაა ამ კუთხით ჩემ ქვეყანაში, რადგან საქართველო ლიეტუვასაც დაშორდა, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირები, ემოციური კავშირები, ტრადიციული ისტორიული კავშირები. ძალიან სამწუხაროა იმის ნახვა, რომ საქართველო არ გვიახლოვდება. საქართველო თავად ახდენს თავის დისტანცირებას ევროკავშირისგან. სანამ ისინი არ გაიაზრებენ, რომ პატივი უნდა სცენ დემოკრატიულ კანონებს,  ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას, ვფიქრობ, მდგომარეობა ძალიან გართულდება. და ეს იმედგაცრუება იქნება ქართველი ხალხისთვისაც, რომელიც ელოდება რომ ქვეყანა ევროკავშირის გზაზე პროგრესს განიცდის," - განაცხადა ნაუსედამ. 

მსგავსი სიახლეები