"მე უბრალოდ დამატუსაღეს, მე ესენი ვერ დამაკარგინებენ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას" - წერილი ციხიდან

18.12.25 13:12
"მე უბრალოდ დამატუსაღეს, მე ესენი ვერ დამაკარგინებენ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას" - წერილი ციხიდან

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დავით სტურუა ციხიდან წერილს ავრცელებს. სამოქალაქო აქტივისტი გულის წყვეტას გამოხატავს, რომ სასახლის ღიბის საქმეზე დაკავებული ონკოპაციენტი,  ევა შაშიაშვილი ისევ ციხეში რჩება. 

"ჩემზე არ იდარდოთ, მე უბრალოდ დამატუსაღეს. მე ესენი ვერ დამაკარგინებენ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას"- წერია მიმართვაში.

ამ პროცესებმა ერთადერთი დადებითი რაც მომიტანა არის ის, რომ გამაცნო უამრავი დადებითი პიროვნება, თუნდაც ჩემს ჯგუფურ დანაშაულში დაკავებული ის შესანიშნავი ქვეყანაზე შეყვარებული ხალხი, როლებიც წესეირად ვერ გავიცანი ამ 2 დღეში. ერთი სული მაქვს როდის მოვა 19 დეკემბერი, რომ ისევ ვნახო ისინი...
გული მწყდება, რომ ქალბატონი ევა ისევ პატიმრობაში დატოვეს...

ჩემზე არ იდარდოთ, მე უბრალოდ დამატუსაღეს. მე ესენი ვერ დამაკარგინებენ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ჩემზე თავისუფალი ვერანაირად იქნებიან იმ ვაჭრის ბრძანების აღმასრულებლები, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად სწადია საქართველოს იმპერატორობა! გავიმარჯვებთ სახელოვნად.

არ უნდა დავუშვათ, რომ წინაპართა და ჩვენმა ბრძოლამ ფუჭად ჩაიაროს.

ნიჰილიზმმა არ გძლიოთ. როგორც ყველაწარსული იმპერია გავქრეთ შოვინისტის რუსეთს!

მამულისთვის ბოლომდე!
მიყვარხართ და მეამაყებით

მსგავსი სიახლეები