ბრიუსელი ევროპულ ცივილიზაციას ანგრევს - პაპუაშვილი

18.12.25 13:18
ბრიუსელი ევროპულ ცივილიზაციას ანგრევს - პაპუაშვილი

ბრიუსელი ევროპულ ცივილიზაციას ანგრევს - ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილი 17 დეკემბერს ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული კრიზისის თემაზე გამართულ დებატებს.

"ოცნების" პრემიერი ევროპარლამენტარებს ტყულებისა და დეზინფორმაციის გავცრელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია ევროკავშირის ცივილიზაციურ უფსკრულში მიაქანებს.

მისივე თქმით, „თუკი ვინმეს აინტერესეს რა არის ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, მას შეუძლია ნახოს ევროპარლამენტის გუშინდელი სხდომა ".

ევროკავშირში ჯერ კიდევ მძლავრად არიან ის რეგრესული ძალები, რომლებიც ევროკავშირს ევროპის ბნელი წარსულისკენ მიაქანებენ. ეს ჩვენ გუშინ თვალნათლივ დავინახეთ, როცა პირდაპირ ჩავხედეთ იმ ცივილიზაციურ უფსკრულს, რომლისკენაც ბრიუსელის ბიუროკრატია დღეს ევროკავშირს მიაქანებს.

 ქართველები ვხედავთ, რომ ჩვენ თვალწინ, ბრიუსელი ევროპულ ცივილიზაციას ანგრევს. გუშინ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იმ ყველაფრის კომბინაცია ვიხილეთ, რაც ევროპის ბნელი წარსულიდან მომდინარეობს - ეს იყო ზიზღი, ცივილიზაციური ქედმაღლობისა და აღმატებულობის პოზა.

ეს იყო კიდევ ერთხელ ჩვენება, თუ რას ნიშნავს ჩავარდნილი ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოსი და მე ვფიქრობ, აქ ძალიან ადვილი დასანახია პარალელები 4 ოქტომბრის მცდელობასთან ხელისუფლების დამხობის, რომელსაც ასევე ჰქონდა მხარდაჭერა ბრიუსელიდან. გახსოვთ, ევროკომისიის პრესსპიკერი მხარს უჭერდა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას და სოლიდარობას უცხადებდა. შეადარეთ, გააკეთეთ პარალელი ", - განაცხადა პაპუაშვილმა. 

17 დეკემბერს ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული კრიზისის თემაზე დებატები გაიმართა.

მსგავსი სიახლეები