"არც ერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია გადაწყვიტოს თქვენს ნაცვლად" - ქართველი ხალხის მხარდამჭერი გზავნილი ბრიუსელიდან
არ დაკარგოთ იმედი! პოლიტიკოსებს თქვენს ნაცვლად არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება - ქართველი ხალხის მხარდამჭერი გზავნილი ბრიუსელიდან.
დღეს მებრძოლ მოქალაქეებს ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ უუთხრა რომ თუ იქნებიან ძლიერები, გამარჯვება მათ დარჩებათ.
ეს განცხადება ევიკა სილინამ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.
არსებობს ორი გზა. ვფიქრობ, პოლიტიკოსებსაც შეუძლიათ შეცვლა. ნებისმიერ ქვეყანაში, ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, სულ მცირე ევროპაში მაინც. საქართველო ევროპაა, ასე, რომ არ უნდა დაკარგოთ იმედი. საქართველოს მსგავსად, ჩვენც ყველამ გავიარეთ საბჭოთა პერიოდი და შემდეგ ჩვენ გავთავისუფლდით, რადგან ხალხმა გადაწყვიტა ასე. არც ერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია გადაწყვიტოს ხალხის ნაცვლად. თუ საზოგადოება ძლიერად დგომას გააგრძელებს , შეინარჩუნებენ იმედს, ევროპული ღირებულებებისკენ ორიენტაციას და დემოკრატიას , თქვენ წარმატებას მიაღწევთ. მე ამის მჯერა", - განაცხადა ევიკა სილინამ.
საქართველოზე ასევე ისაუბრა ლუკ ფრიდენი ლუქსმაც, ევროპელმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ "ევროკავშირში ინტეგრაცია დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია"
ჩემი მესიჯი ყველა ქვეყნისთვის არის იგივე, თუ ისინი შეასრულებენ კრიტერიუმებს, ჩვენნნ მოლაპარაკებებით უფრო შორს წავალთ" - განაცხადა ლუქსმა.
შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაფინანსების საკითხს განიხილავენ.