ხაბეიშვილი: 200 000$ კი არა, 1 ბოტასი და 2 მაისური მაქვს, სახლი მე არ მაქვს და ქონება, ვინმეს რომ ვუთხრა, ჩემი ჯიბიდან მოგცემო, სიცილით მოკვდება
200 000$ კი არა, 1 ბოტასი და 2 მაისური მაქვს, სახლი მე არ მაქვს და ქონება, ვინმეს რომ ვუთხრა, ჩემი ჯიბიდან მოგცემო, სიცილით მოკვდება - ამის შესახებ ლევან ხაბეიშილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რითაც ხაზი გასუვა იმ ბრალის აბსურდულობას, რაც მას აქვს წაყენებული.
ენმ-ს ლიდერმა მოსამართლეს ჰკითხა, შეიძლება თუ არა პოლიტიკოსს მოსყიდვად ჩაეთვალოს სხვა საჯარო დაპირებაც, მაგალითაც პენსიონერებისთვის საპენსიო დავალიების განულების, პედაგოგებისთვის კი ხელფასების მომატების დაპირება.
ხაბეიშილმა ასევე ისაუბრა იმ გდდ-ს 3 თანამშრომლზეც, რომლის ჩვენებაც დევს მის წინააღმდეგ საქმეში - "მათი აღქმის გამო კარცერში თუ უნდა ჩავლპე?"
200 000 დოლარი კი არა, ერთი ბოტასი და 2 მაისური მაქვს გამოსაცვლელი, სახლი მე არ მაქვს და ქონება, ავტომობილს მე არ ვფლობ, ამ ქვეყანაში რომ ვუთხრა, ვინმეს ჩემი ჯიბიდან მოგცემ-მეთქი, სიცილით მოკვდება, პროკურორმა რომ იცოდა მილიონერი ვარ, მოიტანდა და იტყოდა, მისი ჯიბიდან ჯიბიდან. რა 200 000, ჩემი სიმდიდრე და ქონება ჩემი სიმართლე და ჩემი შვილები არიან, რომელთაც კეთილსინდისიერად ვზრდით. რატომ გინდათ დავაბნელოთ? ჩასვით ხაბეიშვილი, მოწყდეს თავის ოჯახს, მაგრამ თქვენ ასეთ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება, სადაც პოლიტიკოსი პოლიტიკური დაპირების გამოა დაკავებული? ქრთამის შეთავაზება ვიცი, ჩუმად. როცა საჯაროდ ეუბნები ძალოვან უწყებებს, არ დაასახიჩროთ... ამ რეჟიმის პირობებშიც კი ორ საქმეში ვარ დაზარალებული, საკრებულოში დამლაგებლების ხელფასის მომატებას ვითხოვდი და "ქოცბანდა" დამესია, იქაც დაზარალებულად ვარ ცნობილი. ადამიანების, რომლებიც თავს დამესხნენ, ამნისტირებაზე პირადად მოვაწერე ხელი. მეორეჯერაც ვარ დაზარალებული ამ რეჟიმის პირობებში, მე დამასახიჩრეს, მე სამართალი ვერ ვიპოვე, გესმით? მე უნდა ვიჯდე კარცერში და ვინც მაწამა, დავასახელე სახელებით, გვარებით, პარლამენტის სხდომაზე დალეწილმა, არა ცხვირი, არა პირი - დავასახელე. პირველია, პატიმრობაში რომ მოვხვდი, არაერთ აქციაზე ვარ ნამყოფი და ადმინისტრაციულიც კი არ მაქვს, რომ რაღაცას ვაშავებდი, გდდ-ს თანამშრომლებს ვეუბნებოდი, უკანონოდ არ მოიქცეთ-მეთქი. ორგანულ კანონში პირდაპირ წერია, საარჩევნო ან პოლიტიკური დაპირება არ შეიძლება იყოს დანაშაულია. მოსამართლეს და სასამართლოს დავიჯერო, არ გჭირდებათ ობიექტი? ქრთამი არის ჩუმად [მიცემა]. თუ ჯიბიდან არ ვაძლევ, პოლიტიკური დაპირებაა, ეს განსახილველიც კი არაა, თუ ვინმემ წამასწრო, რომ ვაძლევ, ქრთამია. ისინი კი არ ამბობენ ქრთამს გვთავაზობდა, ტელევიზორში მოვისმინე და თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენითო. გდდ-ს 3 თანამშრომლის აღქმის გამო კარცერში თუ უნდა ჩავლპე, სახის ძვლები რომ დამილეწეს, სად არიან ისინი?
შეგუებული ვარ, არ ვიცი რამდენ ხანს მომიწევს, მაგრამ რაც მომიწევს, მომიწევს, აბსურდია ხალხო...
"ავტორიტარების გაერთიანება" - აიღეთ წიგნი, დეტალურად წერია ეს ხელისუფლება რასაც აკეთებს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
- ხელისუფლების დამხობისა და ქრთამის შეთავაზების ბრალდებით პატიმრობაში მყოფი ოპოზიცონერი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა დღეს გრძელდება სასამართლოში. პოლიტიკოსი სუსმა 2025 წლის 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ოფისთან დააკავა. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.
ხაბეიშვილთან ერთად, 11 სექტემბერს, დააკავეს მურთაზ ზოდელავაც. ზოდელავას ხაბეიშვილის მობილურის გადამავლას ედავებიან, რომელიც მას დაკავებისას პოლიტიკოსმა მიაწოდა. ზოდელავას ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს გამოძიებისთვის ხელისშეშლის მუხლით და გირაო შეუფარდეს. მოგვიანებით, 4 ოქტომბერს, ზოდელავა „სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების“ ბრალდებით დააპატიმრეს.
ფოტო და ვიდეო ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე ვრცელდება