რა პირობა მისცა მოსამართლე ხუსკივაძეს ხაბეიშვილმა - პოლიტიკოსი ბრძოლას ევროსასამართლოში აანონსებს

18.12.25 20:19
რა პირობა მისცა მოსამართლე ხუსკივაძეს ხაბეიშვილმა - პოლიტიკოსი ბრძოლას ევროსასამართლოში აანონსებს

განსასჯელის სკამიდან ხაბეიშვილი ბრძოლას ევროსასამართლოში აანონსებს. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს დაპატიმრებულმა თავმჯდომარემ მოსამართლეს დღეს აუხსნა, რა აბსურდული ბრალდების გამო ჰყავთ გამოკეტილი საპყრობილეში. ის რომ პოლიტიკური დაპირება დანაშაული არ არის, ამის სადემონსტრაციოდ ირაკლი ხუსკივაძეს ხელფასის გაორმაგებას დაჰპირდა. სწორედ ანალოგიური დაპირებისთვის, რომელიც მან ძალოვანებს მისცა, ენმ-ს ლიდერს ახლა ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით ასამართლებენ. 

ხაბეიშვილს უკვირს რატომ არის კანონდარღევაა გდდ-ს თანამშრომლებისთვის მიმართვა და რატომ არ არის დანაშაული პენსიონერებისა და მასწავლებლებისთვის გაცემული დაპირება.

200 000$ კი არა, 1 ბოტასი და 2 მაისური მაქვს, სახლი მე არ მაქვს და ქონება, ვინმეს რომ ვუთხრა, ჩემი ჯიბიდან მოგცემო, სიცილით მოკვდება - განაცხადა პროცესზე ხაბეიშვილმა. 

დაკავებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა თქვა, რომ ციხეში ბევრ რამეზე ეფიქრება ადამიანს, მათ შორის, იმაზეც, ხომ არ დაუმატებენ კიდევ სხვა ბრალს, ან რამდენი წლით უპირებენ საბოლოოდ სამარტოო საკანში გამოკეტვას. 

ეს წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა - ამბობს ლევან ხაბეიშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ ეს გზა თავად აირიჩია. ოპოზიციონერის თქმით, ჰქონდა არჩევანი და შეძლო უზრუნველი ცხოვრებით და დიდი ხელფასით ეცხოვრა, თუმცა ეს არ გააკეთა.

მინდა ხალხმა და ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ მამამისი კრიმინალი კი არ არის - პატრიოტია - თქვა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო დარბაზში.

ხაბეიშვილთან ერთად ასამართლებენ მურთაზ ზოდელავასაც. ზოდელავას დღეს ორი სასამართლო სხდომა ჰქონდა ერთმანეთის მიყოლებით. მთავარი ბრალი რომელიც ყოფილ პროკურორს აქვს წაყენებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზენა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაა.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები