პოლიტიკური სკანდალის მეორე დღე და ვერსიებში ჩაკარგული "ქართული ოცნება"
პოლიტიკური სკანდალის მეორე დღეს "ქართული ოცნებისთვის" მაშველი რგოლი დაუდგენელი თარჯიმანი აღმოჩნდა - შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ვახო გომელაურის მოადგილეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისთვის არ დაუმალავს, რომ შარშან, აქციების დროს წყალში ქიმიური ნივთიერებას ურევდნენ. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მაიკლ ოფლაერტმა, ალექსანდრე დარახველიძის ნათქვამი თარგმნის დროს აურია.
სინამდვილეში "ქართულმა ოცნებამ" თავადაც კარგად იცის, რა უთხრა დარახველიძემ შეხვედრაზე მაიკლ ო ფლაერტის, რადგანაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ამ შეხვედრის შემდეგ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ მას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაუდასტურა, რომ წყლის ჭავლში რაიმე ქიმიური ნივთიერება არ შეურევია. ეს ჩანაწერი ქართულმა ოცნებამ წაიკითხა, და საპასუხო წერილიც ისე გააგზავნა, რომ ამ ჩანაწერთან ქართულ ოცნებას არც რაიმე პრეტენზია ჰქონია და არც რაიმე შენიშვნა გაუკეთებიათ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სანდრო დარახველიძე, პირველი იყო, ვინც დაადასტურა, რომ წყლის ჭავლში სხვა ქიმიური ნივთიერებას ურევდნენ, თუმცა როგორც ჩანს იგივეს აღიარება, პირისპირ შეხვედრის დროს მაღალი რანგის ევროპელ კოლეგასთან ვერ შეძლო. რატომ? იურისტები აცხადებენ, რომ ჭავლში ნებისმიერი ნივთიერების გარევა უკვე დარღვევაა და დარახველიძე ვერაფრით ვერ ახსნიდა, ნოემბრის ყინვიან ღამეებში, გაყინულ წყლის ჭავლში რატომღა იყო აუცილებელი კიდევ დამატებითი ქიმიური ნივთიერება? ინფორმაციის დამალვის მიზეზიც ეს იყო.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.