პუტინთან ერთად ნეიტრალიტეტზე სალაპარაკოდ დაჯდომა, რუსეთთან სამხედრო პოლიტიკური ალიანსის შესაძლო გაფორმებას ნიშნავს - დეკანოიძე

18.12.25 21:21
პუტინთან ერთად ნეიტრალიტეტზე სალაპარაკოდ დაჯდომა, რუსეთთან სამხედრო პოლიტიკური ალიანსის შესაძლო გაფორმებას ნიშნავს - დეკანოიძე

პუტინთან ერთად რომ დაჯდები ნეიტრალიტეტზე სალაპარაკოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სამხედრო პოლიტიკური ალიანსი შეიძლება გააფორმო რუსეთთან, - ამის შეასხებ ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, “ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები მართლა რუსულ ჯარში აღმოჩნდნენ, შემდეგ კი ფრონტზე, რუსეთის სასარგებლოდ“.

ქართველი ხალხის უმრავლესობა, მათ შორის “ოცნების“ მხარდამჭერებიც, სერიოზულად არიან შეშფოთებულები იმით, რომ ქვეყანა არის იზოლაციაში, პრაქტიკულად ყველასთან ომშია, ივანიშვილი. რეგიონში მას რესურსი არ აქვს, რომ ივაჭროს, მათ შორის დასავლეთთან. აღმოჩნდა, რომ ეს იზოლაცია აწუხებთ, მათ შორის მათ მხარდამჭერბს და შემდეგ იძულებულები გახდნენ ჰააგაში კონვენციისთვის მხარი დაეჭირათ. ეს არის იმის შედეგიმ რომ საგარეო პოლიტიკის ძალიან მძიმე, პრაქტიკულად ყველასთან ომში შესვლა, ძალადობის რეჟიმს და ბიძინა ივანიშვილის ქაოსის რეჟიმს , რომელიც საქართველოსაც ითრევს ქაოსში, პუტინთან ერთად რომ დაჯდები ნეიტრალიტეტზე სალაპარაკოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სამხედრო პოლიტიკური ალიანსი შეიძლება გააფორმო რუსეთთან. ეს ნიშნავს იმას, რაც აფხაზეთში, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზოგადოებაში უმძიმესი რეალობაა, როდესაც შეიძლება ჩვენი თანამოქალაქეები მართლა რუსულ ჯარში აღმოჩნდნენ, შემდეგ კი ფრონტზე, რუსეთის სასარგებლოდ, - განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები