ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია
ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია - "კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, პენიტენციური დაწესებულება 08:00 საათზე დატოვა.
პოლიტიკოსს რუსთავის ციხე 10:30 საათისთვის უნდა დაეტოვებინა, თუმცა გაუფრთხილებლად დროზე ადრე გამოუშვეს.
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მას წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადებას ედავებოდნენ. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი.