ზურა ჯაფარიძე: ისე არიან გათავხედებულები, ღიად გვაჩვენებენ, რომ ვიღაცას სახლში 7 მილიონი, ოქროს ზოდები უდევს - ეს არის ჩეჩნეთი
ციხიდან გათავისუფლებული ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველო ჩეჩნეთს ემსგავსება - მისი თქმით, იმის საჯაროდ ჩვენება, რომ ვიღაცას სახლში ოქროს ზოდები და მილიონები უდევს, ასევე ის ფაქტი, რომ მოპარული ფულის გამო ეს ადამიანები არ ისჯებიან, სხვა არაფერია თუ არა ჩეჩნეთი.
მისი თქმით, თუ "ოცნება" ადრე საკუთარ სახეს მალავდა, ახლა ყველაფერს ღიად აკეთებს.
ამ ქვეყანას მართავს რუსეთი - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
დაახლოებით ვართ მიჯნაზე, რომ ვიყოთ ჩეჩნეთისმაგვარი რაღაცა წარმონაქმნი. ეს აღარ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ აღარ გვაქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. ამ ქვეყანას მართავს თავიდან ბოლომდე რუსეთი და შიგნიდან ეს ტაპი, რომ რეჟიმი ჯერ კიდევ მალავდა თავის სახეს, ეს ეტაპიც გადავლილია. ანუ ვიღაცას რამდენიმე წლის წინ ეთერში რომ ეჩვენებინა, რომ ვიღაცას სახლში უდევს 7 მილიონი დოლარი, რომელიმე მინისტრს ან სხვას, ამაზე იქნებოდა სხვა ამბავი. ახლა კი ისინი ისე არიან გათავხედებულები, რომ ეს აღარ ადარდებთ. ანუ ღიად გაჩვენებენ სასახლეებს, გალავნების უკან რომ ცხოვრობენ, განხებენ რო უდევთ ოქროს ზოდები, მილიონები, მოპარული ფული და შემდეგ უკვე ფეხებზე კიდიათ - აი ეს არის ჩეჩნეტი. მანამდე თუ ერიდებოდნენ, ახლა აი ესე თავხედურად გაჩვენებენ, რომ ჩვენ აი ესე ვცხოვრობთ. პლუს, თუ თქვენ ხმას ამოირებთ, დაგლეწავთ და არავინ არ დაისჯება. სხვა ჩეჩნეთი არაფერი არ არის.. მანდ ვართ ახლა", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ზურა ჯაფარიძე თავისუფალია - პოლიტიკოსს რუსთავის ციხე 10:30 საათისთვის უნდა დაეტოვებინა, თუმცა გაუფრთხილებლად, 08:00 საათზე გამოუშვეს.
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მას წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადებას ედავებოდნენ. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი.