ბაქოს შემდეგ ერევანიც: სომხეთი საქართველოს სატრანზიტო პოლიტიკას აკრიტიკებს

19.12.25 10:50
ბაქოს შემდეგ ერევანიც: სომხეთი საქართველოს სატრანზიტო პოლიტიკას აკრიტიკებს

თბილისის ურთიერთობები მეზობლებთან, ბაქოს შემდეგ უკვე ერევანთანაც, ახალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამჯერად ივანიშვილის პარტიის კრიტიკა სომხეთიდან გაჟღერდა.

სომხურ მედიაში აქტიურად ვრცელდება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებები, რომლებშიც ის საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ თბილისი ბაქოსა და ერევანს საწვავის ტრანზიტისთვის გადაჭარბებულ ტარიფებს სთავაზობს. ფაშინიანის თქმით, ეს ტარიფები ეკონომიკურად არაგონივრულია და რეგიონულ თანამშრომლობას აზიანებს.

აღნიშნულ ბრალდებებს უკვე რამდენიმე კვირაა კატეგორიულად უარყოფენ ივანიშვილის პარტიაში. თუმცა მანამდე აზერბაიჯანულ სამთავრობო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ მეზობლებს ნავთობპროდუქტების ტრანზიტისთვის ერთ ტონაზე 92 დოლარის ტარიფი დაუწესა.

ამ ფონზე, რაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ერთჯერადად და უფასოდ, საქართველოს გავლით 1220 ტონა ნავთობი იქნა გატარებული.

ფაშინიანი აფრთხილებს, რომ თუ სატარიფო საკითხები არ გადაიხედება და შეთანხმება ვერ მიიღწევა, რეგიონში მოქმედი კომპანიები იძულებულნი გახდებიან, ტრანზიტისთვის ალტერნატიული მარშრუტები მოძებნონ.

მსგავსი სიახლეები