ჯაფარიძე: თბილისიდან აშხაბადი რუსებმაც კი ვერ გააკეთეს ერთი საუკუნის წინ - ეს არ გამოვა

19.12.25 11:13
ჯაფარიძე: თბილისიდან აშხაბადი რუსებმაც კი ვერ გააკეთეს ერთი საუკუნის წინ - ეს არ გამოვა

თბილისიდან აშხაბადი არ გამოვა - ასე შეაფასა პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ზურა ჯაფარიძემ ირაკლი კობახიძის აშხაბადში ვიზიტი. 

მისი თქმით, "ოცნების" პრემიერი დიქტატორებთანაც კი სასაცილოდ გამოიყურებოდა.

თბილისიდან აშხაბადი რუსებმაც კი ვერ გააკეთეს ერთი საუკუნის წინ, როდესაც გადააუთავეს ეს ქვეყანა - ეს არ გამოვა - განაცხადა კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა. 

ვინმეს, ვინც აქ ხართ, გჯერათ, რომ თბილისიდან შეიძლება აშხაბადი გამოვიდეს? ხო ვითომ დეპრესიაა და ნიჰილიზმია, მაგრამ ვინმეს გულწრფელად გჯერათ, რომ თბილისიდან შეიძლება აშხაბადი გამოვიდეს? თბილისიდან აშხაბადი რუსებმა ვერ გააკეთეს ერთი საუკუნის წინ, როდესაც გადააუთავეს ეს ქვეყანა და გაჟლიტეს ამ ქვეყნის საუკეთესო ნაწილი. ანუ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამათმა როგორც არ უნდა იწვალონ, იქნება აშხაბადის კიჩი. სასაცილოები იქნებიინ, ხომ სასაცილო იყო. იქ ვიღაცები რომ ზიან, ისინი მართლა დიქტატორები არიან და კობახიძე ვინ ჩემი ფეხებია? იმათთანაც კი სასაცილოა", - განაცხადა ზურა ჯაფარიძე.  

მსგავსი სიახლეები