ციხიდან მაისურით გამომდგეს გარეთ, ტაქსის მძღოლი დამეხმარა - ზურა ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე რუსთავის ციხიდან დათქმულ დროზე ადრე, გაუფრთხილებლად გამოუშვეს, ამიტომაც პოლიტიკოსს ქუჩაში გამოსვლა მაისურით მოუწია.
ჯაფარიძეს ციხე 10:30 საათისთვის უნდა დაეტოვებინა, თუმცა როგორც ის ამბობს - "8 საათზე გამოდგეს გარეთ", რის შემდეგაც ტაქსის მძღოლი დაეხმარა, რომ ცოლთან დაერეკა.
რამდენიმე დღის წინ ვიკითხე და მითხრეს მზად უნდა ვყოფილიყავი 10:30 თვის, მაგრამ ისე მოხდა, რომ 8 საათზე გამომდგეს გარეთ. არაფერი აუხსნიათ, მითხრეს ჩაალაგეო, არაფერი მქონდა ჩასალაგებელი, მაისურით ვიყავი. გუშნ ქურთუკი უნდა შემოეგზავნათ, მაგრამ არ შემოაგზავნინეს, სქელია და სტანდარტებში არ ჯდებაო. ამიტომ მაისურით გამომიშვეს. ტაქსი იყო გაჩერებული და დამეხმარა რომ დამერეკა ნატასათვის და შემდეგ მომაკითხა მეგობარმა. დაახლოებით 40 წუთი, ერთი საათი ვერავის ვუკავშირდებოდი", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.