ოპოზიცია: რუსეთის ენერგოსექტორთან კავშირები საქართველოს სანქციების რისკის წინაშე აყენებს

19.12.25 11:31
ოპოზიცია: რუსეთის ენერგოსექტორთან კავშირები საქართველოს სანქციების რისკის წინაშე აყენებს

ლონდონის მიერ 4 რუსული ენერგოგიგტანტის დასანქცირების შემდეგ ქართულ ოპოზიციაში იზრდება შეშფოთება, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ქვეყანას საერთაშორისო რისკების ზონაში აქცევს.

ოპოზიციის შეფასებით, რუსეთის ენერგოსექტორთან თანამშრომლობა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სერიოზული ეკონომიკური და უსაფრთხოების საფრთხეა, რაც შეიძლება პირდაპირ აისახოს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციაზე, ტვირთბრუნვასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებზე.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ დასავლური სანქციების გამკაცრების ფონზე საქართველო შესაძლოა აღმოჩნდეს იმ ჯაჭვის ნაწილად, რომელიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, რაც საბოლოოდ ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

სხვათაშორის რუსნეფტი არის გუცირევის კომპანია, რომელიც კრემლთან ძალიან ახლოს არის და ბიძინა ივანიშვილისგან მან, თავის დროზე, მილიარდის ქონება შეისყიდა რუსეთში. ეს არის ძალიან დიდი რისკი, რომ საქართველო აღმოჩნდეს ქაოსში, სადაც მიათრევს ივანიშვილის ძალადობის და ქაოსის რეჟიმი. რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, რომ ეს სანქციები იქნებოდა და ბრიტანული სანქციები დღეს უკვე არის ისევე როგორც ჩრდილოვან ფრონტზე რუსეთის გადამზიდ ტანკერებზე არის სპეციალური სანქციები.

ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ივანიშვილის ძალადობის და ქაოსის რეჟიმი ქვეყანას მიაქანებს ზუსტად ამ ქაოსისკენ, სადაც შეიძლება, ქვეყნის ინტერესების, ეკონომიკა, გადაზიდვები, ტვირთები სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს, იმიტომ, რომ ეს არის ივანიშვილის სიხარბე, - ამბობს დეკანოიძე. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე აცხადებს, რომ საქართველოში გახსნილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მთლიანად რუსული კაპიტალით არის შექმნილი და მისი ფუნქციონირება სწორედ იმ სცენარისთვის მზადდებოდა, როდესაც რუსეთს ნავთობის რეალიზაცია გაუჭირდებოდა. მისი შეფასებით, საქართველო პრაქტიკულად გადაიქცა სატრანზიტო და სასაწყობე სივრცედ, რომლის მეშვეობითაც რუსული ნედლეული და სხვა პროდუქცია სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდება, მათ შორის ევროპისკენ. 

ჩვენ ამაზე ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოებას, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არის ქვეყნისთვის უსაფრთხოების პრობლემა, ასევე არის ქვეყნის რეპუტაცია და საბოლოო ჯამში, ის ტერმინალი, რომელიც გაიხსნა, თავიდან ბოლომდე რუსული ფულით არის გაკეთებული და შესაძლოა, ზუსტად, მისი გაკეთებაც ამას ემსახურებოდა, რომ ასეთ დროს, როდესაც რუსეთს უჭირს ნავთობის რეალიზაცია, საქართველო ყოფილიყო დამხმარე რგოლი ამ ჯაჭვში. საქართველოს ტერიტორია, ფაქტობრივად, რუსეთის ხელისუფლებამ აქცია სასაწყობე მეურნეობად. აქ არა მარტო ნავთობი, არამედ ავტომობილები, სხვადასხვა პროდუქტები საქართველოდან მიეწოდება რუსეთს, ან საქართველოდან გადის ევროპაში სახეშეცვლილი, - ამბობს ბესიკ დონაძე.  

ლონდონმა „რუსნეფტს“, რომელიც საქართველოს ნავთობს აწვდის, სანქციები დაუწესა - დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, სანქციები დაუწესეს კიდევ სამ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიებს, Татнефт-ს, Руснефтегаз-სა და ННК-Ойл-ს.

რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა. ამის შესახებ ოქტომბერში ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შემდეგ დაადასტურა, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი „კაისერი“ (Kayseri) რუსეთიდან ყულევის პორტში ოქტომბრის დასაწყისში შევიდა. მას რუსული კომპანიისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.

 

მსგავსი სიახლეები