"ოცნება" გაადაჭრით ვერ ამბობს, აღასრულებს თუ არა ბრიტანეთის მიერ "რუსნეფტისთვის" დაწესებულ სანქციებს

19.12.25 13:28
"ოცნება" გაადაჭრით ვერ ამბობს, აღასრულებს თუ არა ბრიტანეთის მიერ "რუსნეფტისთვის" დაწესებულ სანქციებს

"ქართულ ოცნებაში" გადაჭრით არ ამბობენ, აღასრულებენ თუ არა ბრიტანეთის მიერ რუსული ენერგოგიგანტისთვის დაწესებულ სანქციებს. 

ლევან მახაშვილი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციები საერთაშორისო სანქციები არ არის, ამიტომ მათი აღსრულება სავალდებულო არ არის. მისივე თქმით, საკითხს მთავრობა შეისწავლის და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს.  

ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ინტერესი, ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესის გათვალისწინებით მოქმედებს და შესაბამისად იყენებს სასანქციო პოლიტიკას და სხვა პოლიტიკას, რაც შეიძლება, მის ხელთ იყოს. დიდ ბრიტანეთს თუ აქვს ინტერესი, დაასანქციროს ესა თუ ის კომპანია, იქნება რუსული, ირანული, ჩინური თუ თურქული თუ ნებისმიერი, ეს მათი გადასაწყვეტია. საქართველო გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი იტერესებიდან გამომდინარე. ვნახავთ, შევისწავლით. ეს არის კერძო, ეს არ არის სახელმწიფო შესყიდვა. ბრიტანეთის სანქციები ეს არ არის საერთაშორისო სანქციები, გაეროს სანქციები, რაც შეიძლება სავალდებულო იყოს ქვეყნისთვის, - ამბობს მახარაშვილი. 

ლონდონმა „რუსნეფტს“, რომელიც საქართველოს ნავთობს აწვდის, სანქციები დაუწესა - დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, სანქციები დაუწესეს კიდევ სამ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიებს, Татнефт-ს, Руснефтегаз-სა და ННК-Ойл-ს.

რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა. ამის შესახებ ოქტომბერში ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შემდეგ დაადასტურა, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი „კაისერი“ (Kayseri) რუსეთიდან ყულევის პორტში ოქტომბრის დასაწყისში შევიდა. მას რუსული კომპანიისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.

 

მსგავსი სიახლეები