“ოცნება“ ბრიტანეთის საგარეო ოფისს პასუხობს: რასაც ვინმე გვიკარნახებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ?
კრიტიკა პასუხის ნაცვლად - “ოცნება“ ბრიტანეთის საგარეო ოფისს რჩევებს აძლევს და მოუწოდებს ბიბისის გამოძიება გამოიკვლიონ და ბოდიში მოიხდონ ქიმიური იარაღის სკანდალურ გამოძიებაზე.
დღეს დავით მათიკაშვილი დიდ ბრიტანეთს “ოცნებასთან“ დალაპარაკებას ურჩევდა, რადგან მისი თქმით, ასე უფრო მეტს გაიგებდა, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ძალიან კარგი იქნება, თუ კი მოიკვლევენ ბიბისის მიერ საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეთითხნილ საზიზღარ ბრალდებას და ბოდიშს მოუხდიან ქართველ ხალხს იმისთვის, რაც იკადრა, ამ ერთ დროს ავტორიტეტულმა საზოგადობერივმა მაუწყებელმა. ასევე კარგი იქნება, თუკი გვეტყვიან, ეს ქიმიური ნივთირება, რომელსაც აბრალებენ საქართველოს, პირველი მსოფლიო ომის დროს ვინ გამოიყენა, იყო თუ არა ეს დიდი ბრიტანეთი და მის არსენაშლი არსებული ქიმიური ნივთიერება ხომ არ იყოს. ასევე კარგი იქნება, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასა და გაღრმავებისთვის არა ერთი მუჭა ენჯეოშნიკებს და საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ რადიკალურ ძალებს, არამედ საქართველოს მთავრობას, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დაელაპარაკებიან, მეტს გაიგებენ, - აცხადებდა მათიკაშვილი.
იგივე აზრზე იყო ბეჟან წაქაძეც. როგორც მან “პირველებს“ უთხრა, “რასაც უკარნახებენ, ყველაფერს ვერ გააკეთებენ და ყევლაფერი გამოძიებულია უკვე.“
გამოძიებულია ექსპერტების მიერ და დამთავრდა გამოძიება, რასაც ვინმე გვიკარნახებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ? - თქვა ბეჟან წაქაძემ.