აქვს თუ არა პროკურატურას ბიჭიკო პაიკიძის გადმოცემაზე ესპანეთის თანხმობა?

19.12.25 17:10
აქვს თუ არა პროკურატურას ბიჭიკო პაიკიძის გადმოცემაზე ესპანეთის თანხმობა?

 

 

აქვს თუ არა პროკურატურას ესპანეთიდან თანხმობა ბიჭიკო პაიკიძის გადმოცემაზე? - საქმის პოკურორი, ბექა ხუნაშვილი ამბობს, რომ გადმოცემის დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.

"პირველებმა" ხუნაშვილს ჰკითხა, შეიძლება თუ არა რომ გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრმა ესპანეთს პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვოს, რაზეც სახელმწიფო ბრალმდებელმა თქვა, რომ "მისი ინფორმაციით, ეს საკითხი ამ ეტაპზე არ დგას". 

კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელი და ვანის საკრებულოში, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ესპანეთში 9 დეკემბერს დააკავეს. "პირველებმა" პროკურორს ჰკითხა, როდესაც პაიკიძეს პასპორტი გაუქმებული ჰქონდა, როგორ მოახერხა თურქეთიდან ესპანეთში გადასვლა, რაზეც ხუნაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა ძებნა, პაიკიძე უკვე ბარსელონაში იყო.

მისივე ინფორმაციით, ლილუაშვილსი გარემოცვის წევრს სახელი და გვარი შეცვლილი არ ჰქონია.

პროკურორის თქმით, ახლა პაიკიძეზე საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.

ბიჭიკო პაიკიძე წარმოადგენდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილ ბრალდებულს. მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა, მათ შორის ინტერპოლის წითელი ცირკულარით. მიმდინარე წლის 9 დეკემბერს მხოდა მისი დაკავება ესპანეთსი სამეფოში და დაიწყო მის მიმართ საექსტრადაციო პროცედურები. ეს იყო სწორედ ის მიზეზი, რის გამოც დღევანდელი სასამართლო გადაიდო გონივრული ვადით აღნიშნულ პროცედურებში გარკვევის მიზნით. 

საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. ეს ინფრომაციაა მხოლოდ ჩვენთვის ცნობილი, დანარჩენი ოფიციალური ინფორმაცია არ გაგვაჩნია. მთავარია ექსტრადაცია განხორციელდეს დროულად, რათა ეს ადამიანი ჩამოვიდეს საქართველოში, გადმოეცეს საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს, თბილისის  საქალაქო სასამართლსო და მოხდეს მისი გასამართლება ჩადენილი დანაშაულისთვის. 

შეიძლება, ოდესღაც იყო თურქეთის რესპურბლიკაში, ყოველ შემთხვევაში, როდესაც ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა ძებნა, მას შემდეგ, აღმოჩნდა ბარსელონაში და იქ იქნა დაკავებული.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სახელი და გვარი შეცვლილი არ ჰქონია, თუმცა, გადაჭრით ვერ ვამბობ. როდესაც წითელი ცირკულარით დაიწყო ძებნა, ის უკვე ესპანეთში იმყოფებოდა. 

პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნას რაც შეეხება, ეგ საკითხი ამ ეტაპზე არ დგას, ჩემი ინფორმაციით. რაც შეეხება გადმოცემას, გადმოცემის დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს", - აცხადებს პროკურორი. 

ბიჭიკო პაიკიძეს და კიდევ ხუთ პირს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას ედავება.

ბიჭიკო პაიკიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი, კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელი და ვანის საკრებულოში, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატია. 

  • ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომპანიის დირექტორს ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომელს იოსებ ჭანჭალეიშვილს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს - გიორგი კვახაძეს, როინ ფოფხაძესა და ირაკლი გალოგრეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გამოყენებას.

 

მსგავსი სიახლეები