როგორ მოხვდა ბიჭიკო პაიკიძე თურქეთიდან ესპანეთში?
როგორ მოხვდა ბიჭიკო პაიკიძე თურქეთიდან ესპანეთში? - კვირების განმავლობაში, დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი თურქეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა და მას პასპორტი არ ჰქონია.
ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ კი დღეს აღიარა, რომ როდესაც ბიჭიკო პაიკიძეს პასპორტი გაუუქმდა, უკვე ესპანეთში იმყოფებოდა.
უფლებადამცველი ამბობს, რომ ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს, თუმცა ესპანეთიი სასამართლომ კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელისა და ვანის საკრებულოში, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის იმართ პატიმრობა არ გამოიყენა.
ჩემთვის როგორც არის ცნობილი, მას არასაპატიმრო ღონისძიება აქვს შეფარდებული. შესაბამისად წერილი, რომელიც დღეს ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა, ამის საფუძველზე, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმსი განხილვა უნდა შეჩერდეს. ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნა.
თურქეთიდან არ წასულა ესპანეთში, ის ესპანეთში იყო მანამდეც. ის თურქეთში ჩავიდა, მარამ, როდესაც მისი პასპორტის გაუქმება მოხდა, ის მაშინ ესპანეთში იმყოფებოდა. სხვა სახელით და გავრით არა. ბიჭიკო პაიკიძე წერია პასპორტში რა თქმა უნდა. როცა მისი პასპორტის გაუქმება მოხდა, ის უკვე იმყოფებოდა ესპანეთში შეხევდრაზე, ხოდა შესაბამისად, ესპანეთიდან ვერსად ვერსად გადაადგილდება. ის დააკავეს, მაგრამ ესპანეთსი სასამართლომ მის მიმართ არ გამოიყენა პატიმრობა.
ექსტრადირების ნაწილში ჩვენი პოზიცია გახლავთ ასეთი, რომ პირევლ რიგში უნდა შევასრულოთ ის, რაც მოგვთხოვეს, რომ უნდა შეჩერდეს აქ საქმის წარმოება და მოგვიანებით მივყვებით ყველა იმ მოთხოვნას, როემლი მოთხოვნებიც ექნება იმ საამართლოს", - აცხადებს ირმა ჭკადუა.
როგორ მოახერხა პაიკიძემ თურქეთიდან ესპანეთში გადასვლა, ეს კითვა, დღეს "პირველებმა" საქმის პროკურორსაც დაუსვავა. ბექა ხუნაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ლილუაშვილის გარემოცვის წევრს სახელი და გვარი შეცვლილი არ ჰქონია.
შეიძლება, ოდესღაც იყო თურქეთის რესპურბლიკაში, ყოველ შემთხვევაში, როდესაც ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა ძებნა, მას შემდეგ, აღმოჩნდა ბარსელონაში და იქ იქნა დაკავებული.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სახელი და გვარი შეცვლილი არ ჰქონია, თუმცა, გადაჭრით ვერ ვამბობ. როდესაც წითელი ცირკულარით დაიწყო ძებნა, ის უკვე ესპანეთში იმყოფებოდა.
ბიჭიკო პაიკიძეს და კიდევ ხუთ პირს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას ედავება.
ბიჭიკო პაიკიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი, კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელი და ვანის საკრებულოში, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატია.
- ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
- კომპანიის დირექტორს ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომელს იოსებ ჭანჭალეიშვილს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს - გიორგი კვახაძეს, როინ ფოფხაძესა და ირაკლი გალოგრეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გამოყენებას.