პატიმრობიდან პოლიტიკურ ბრძოლაში - ზურა ჯაფარიძე ივანიშვილის დამარცხების ფორმულას ასახელებს
ზურა ჯაფრიძე რუსთავის საპატიმროდან დღეს დილის 8 საათზე გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, მისი გათავისუფლება 10 საათისთვის იყო დაგეგმილი. დაკავების ადგილის დატოვება ორ საათით ადრე მოხდა, რაც, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა საპატიმროსთან ადამიანების შეკრების თავიდან აცილებას. გავრცელებული შეფასებით, ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით თავი აარიდა იმ სურათს, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გათავისუფლებას მოქალაქეთა დიდი ჯგუფი დახვდებოდა უსაფრთხოების გამკაცრებულ პირობებში.
შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ ჯაფრიძე აცხადებს, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ახალი ეტაპი იწყება და კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე მუშაობს. მისი შეფასებით, ამ ეტაპზე ოპოზიციის გაერთიანების შანსი განსაკუთრებით მაღალია. სწორედ ამიტომ, ის გეგმავს კონტაქტს როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე იმ მოქალაქეებთან, რომლებიც თვლიან, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ქვეყნისთვის ყოველდღიურად მძიმე შედეგებს იწვევს.
ოპოზიციური სპექტრის ნაწილში მიიჩნევენ, რომ დღევანდელი პოლიტიკური რეალობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე ერთი წლის წინ, როცა მთავარი დისკუსია პარტიებს შორის თანამშრომლობის ფორმებს ეხებოდა. მათი შეფასებით, იმ პირობებში, როცა ივანიშვილის გუნდი ოპოზიციის დასუსტებას ცდილობს, ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი რეალური გზა ფართო ერთიანობაა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.