ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს თუ თავად ჩაბარდა ესპანეთის პოლიციას პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად?
ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს თუ თავად ჩაბარდა ესპანეთის პოლიციას პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად? - პროკურატურა გუშინ ამტკიცებდა, რომ B.P. TRANS-ის მფლობელი და ვანის საკრებულოში, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ესპანეთში აიყვანეს და სავარაუდოდ მალე მისი ექსტრადირებაც უნდა მოხდეს. თუმცა სხვა ინფორმაცია აქვ კორუფციის მკვლევარს და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, დავით მჟავანაძეს.
- პროკურატურა ამბობს, რომ კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელი და ვანის საკრებულოში, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ესპანეთში 9 დეკემბერს დააკავეს.
მისი თქმით, არსებობს ვერსია, რომ დიდი ფულის თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, რომელიც წითელი ცირკულარით ძებნაზე იყო გადაცემული, ბარსელონაში, საგამოძიებო სამსახურში თავად მივიდაა და პოლიტიკური თავშესაფრის მიღება ითხოვა.
გაირკვა, რომ ეს ხალხი ამ ფულს არ იხდის და მათ შორის ციხეში წასვლასაც რისკავენ ამის გამო, ვინც აქ დარჩნენ. ბიჭიკო პაიკიძემ კი გაასწრო. გაქცეული იყო, ესპანეთში წავიდა, როგორც ჩანს და არსებობს ვერსია, რომ ის რატომაც არის დაკავებული, შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ მან როგორც თავდაცვითი საშუალება, ისე გამოიყენა მისი საზღვარგარეთ ყოფნა. არსებობს ასეთი ვერსია, ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, რომ რაღაცა ტიპსი პოლიტიკური თავშესაფარიც კი შეძლება მოითხოვოს იმის გამო, რომ ის იდევნება მისსავე მთავრობისი მიერ საქართველოში. მისი იქ ოფიციალურ უწყებებთან ჩაბარება, თუ ასეთ ჰქონდა ადგილი, მაგას გავიგებთ შემდეგ პერიოდში, ეს შეიძლება იყოს ერთგვარი თავდაცვის სტრატეგია მისი მხრიდან", - ამბობს დავით მჟავანაძე.
ბიჭიკო პაიკიძეს და კიდევ ხუთ პირს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას ედავება.
ბიჭიკო პაიკიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი, კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელი და ვანის საკრებულოში, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატია.
- ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
- კომპანიის დირექტორს ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომელს იოსებ ჭანჭალეიშვილს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს - გიორგი კვახაძეს, როინ ფოფხაძესა და ირაკლი გალოგრეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გამოყენებას.