ჩხრეკა - რას ეძებენ კახი კალაძის დახურულ ბანკში?

20.12.25 21:10
ჩხრეკა - რას ეძებენ კახი კალაძის დახურულ ბანკში?

რას ეძებენ კახი კალაძის დახურულ ბანკში? - რამდენიმე თვიანი ძებნის შემდეგ "შაბათის ეთერმა" მიპოვა დადასტურება, რომ სააქციო საზოგადოება "პროგრესიდან", რომელიც კალაძის დაფუძნებული ბანკის, ბაზაზე შეიქმნა, გამომძიებლებმა ყველა დოკუმენტი წაიღეს. 

"შაბათის ეთერმა" მიაგნო გიორგი მოდრეკელიძეს, რომელიც კახი კალაძის დაფუძნებული ბანკში მუშაობდა და სააქციო საზოგადოებას მისი გარდაქმნის შემდეგ სამეთვალყურეო საბჭოს ფიქტიურ ხელმძღვანელად დანიშნეს, ის ადასტურებს, რომ მისი სახლიდან სპეცოპერაციით გაიტანეს  დოკუმენტაცია,  მათ შორის, "პროგრეს ბანკის" მიერ განხორციელებულ ტრანზაქციების, აქციონერების დეპოზიტების და გადარიცხვების შესახებ სრულ ინფორმაცია.

კახა კალაძის მიერ დაფუძნებული "პროგრეს ბანკის" მემკვიდრე ორგანიზაციის ხელმძღვანელის და მისი ოჯახის წევრების სახლში ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2024 წლის 24 ივნისს ჩატარდა.  ეს ის პერიოდია, როდესაც ღარიბაშვილი გადაყენებულია და ივანიშვილი ყველასთან მისი ფულს ეძებს. მოდრეკელიძე იხსენებს, რომ კითხვებს უსვამდნენ, ხომ არ გადასცა მასთან შენახული ფინანსური დოკუმენტების შესახებ ვინმეს ინფორმაცია. 

"პროგრეს ბანკის" ფინანსური დოკუმენტები, გიორგი მოდრეკელიძესთან, ბანკის მფლობელების გადაწყვეტილებით 2018 აღმოჩნდა.  კახა კალაძემ საკუთარი წილი ბანკში 2013 წელს რუსი მილიარდერს მაიკ ზოისთან დაკავშირებულ კომპანიას მიყიდა.  2015 წელს კი ბანკი რუს მილიონერს ილია გავრილოვს გადაეცა, თუმცა ოთარ სირაძე, რომელიც "პროგრეს ბანკის" საქმიანობას წლებია სწავლობს, ამტკიცებს, რომ სხვა მფლობელების პირობებში კალაძის უშუალო გარემოცვა ბანკზე კონტროლის ინარჩუნებდა, მათ შორის მისი სიმამრი, ბადრი არეშიძე.

ჩხრეკა კალაძის ყოფილ ბანკში - მაკა ანდრონიკაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები