ახალგაზრდების ტვინში შეღწევა | პროპაგანდის ახალი ამოცანა- რა აჩვენა ექსპერიმენტმა

20.12.25 18:28
ახალგაზრდების ტვინში შეღწევა | პროპაგანდის ახალი ამოცანა- რა აჩვენა ექსპერიმენტმა

 

 

ახალგაზრდების ტვინში შეღწევა - პროპაგანდის ახალი ამოცანა - ამ სათაურით აქვეყნებს კვლევას გამოცემა chaikhana media.

გამოცემა „მოდი ვკითხოთ ხალხს“ და რომელიც „რა ხდებას“-ს მაგალითზე საუბრობს. ათი ათასობით ვიდეოს გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ პროპაგანდისტული გვერდები ერთი და გივე ადამიანს, "ოცნების" მოწინააღმდეგეებს ალანძღინებენ. 

ირკვევა, რომ თანხმობის ილუზიის წარმოებისთვის პროპაგანდა ხშირად იყენებს სხვადასხვა დროს და ადგილას ჩაწერილ ერთსა და იმავე რესპონდენტებს. Chai Khana-მ თავისი დაკვირვების ფარგლებში, სამი ადამიანის იდენტიფიცირება შეძლო, ვინც ქუჩის გამოკითხვებში არაერთხელ გვხვდება.

chaikhana media წერს, რომ „რა ხდებასგან“ განსხვავებით, კონტენტის ნაწილი რეგიონებშია ჩაწერილი და ქმნის ილუზიას, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თბილისსა და რეგიონებში ერთ აზრზეა და სრულ თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ პოლიტიკასთან.

  • ISFED-ის ანგარიში, რომელიც ქუჩის გამოკითხვას, როგორც პროპაგანდის ინსტრუმენტს იკვლევს, ამბობს, რომ ამ პროპაგანდისტული მეთოდის გამოყენების მიზანი ცრუ კონსენსუსის ეფექტის შექმნაა.

„სხვადასხვა გზით ფართოდ გაშუქებული ერთი კონკრეტული შეხედულება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის არის დომინანტური საზოგადოებრივი აზრი, მაშინ როცა, რეალურად, შესაძლოა, უმცირესობის პოზიცია იყოს. ამ ყველაფრის გრძელვადიანი შედეგი შეიძლება იყოს ადამიანების დაშინება ან პროპაგანდით ისე დამუშავება, რომ მათ საჯაროდ აღარ გამოთქვან ალტერნატიული მოსაზრებები, რაც გაამყარებს ილუზიას იმის შესახებ, რომ ერთი კონკრეტული შეხედულებაა საზოგადოებაში მიღებული“, ვკითხულობთ ანგარიშში.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდის მთავარი ამოცანაც სწორედ ე.წ. „ყალბი თანხმობის“ ნარატივის შექმნაა თეონა ბაღდავაძისთვისაც, რათა ადამიანებს ეგონოთ, რომ უმრავლესობაში მმართველი ძალის მხარდამჭერები არიან:

„მთავარი სტრატეგია, რაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა ჩემთვის, არის „ქართული ოცნების“ არა ნარატივის, არამედ სტრატეგიული იარაღის ცვლილება, რაც პირდაპირ თავდასხმასა და ორკესტრირებულ შეტევაში გამოიხატება. პარტია გადავიდა ე.წ. პარტიზანულ ომზე და ცდილობს დეზორიენტაცია მოახდინოს ადამიანების, რათა მათ გაუჩნდეთ მხოლოდ ორი ტიპის ემოცია, განცდა — შიში და უიმედობა“.

 

მსგავსი სიახლეები