ინსულტი, ანევრიზმა, ინფარქტი - რას ყვებიან დარბეულები?
BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" აღიარა, რომ წყალში ქიმიურ ნივთიერებას ურევდა, ასევე სუს-მა დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროს საწყობში ტრიქლორეთილენი მარაგები ჰქონდა.
სუს-მა ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ 4-5 დეკემბერის აქციების დროს უარყო ტრიქლორეთლენის გამოყენება. რას იყენებდნენ ხალხის წინააღმდეგ სხვა დღეებში ამ კითხვაზე პასუხი გაუცემელია.
მოქალაქეები, რომლებიც წყლის ჭავლის მანქანით დაშლაში მოყვნენ, გულსისხლძარღვთა პრობლემებს უჩივიან, ისინი BBC-ის გამოძიების შემდეგ დარწმუნდნენ, რომ წყალთან ერთად გამოყენებული ქიმიური ნივთიერება მაპროვოცირებელიიყო.
ერთი და იგივე დროს მოწამლული პაციენტები კი ერთა და იგივე სიმპტომებზე მიუთითებენ:
- თამარ კანკავა ამბობს, რომ ბოლო ათ თვეში სიკვდილს თვალებში ორჯერ ჩახედა. 43 წლის ქალი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გასული წლის 28, 29 ნოემბრის დარბევების შემდეგ საგრძნობლად გაუარესდა. "შაბათის ეთერის" რესპოდენტის თქმით, დარბევებიდან ერთ თვეში, დაავადებამ, რომელსაც მანამდე მედიკამენტებით მართავდა, პროგრესირება დაიწყო.
- 50 წლის თამთა ჟვანია ამბობს, რომ ს 2024 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს 10 საათზე "თავისუფლების მოედანზე" ანევრიზმა გაუსკდა. მიმდინარე წლის 16 იანვარს ჟვანია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს და გამომძიებელმა ანევრიზმის გამომწვევის მიზეზებზე კითხვები დაუსვეს, კითხეს ხომ არ ჰქონდა ეჭვი რომ პროვოცირება ქიმიური ნივთიერების ინტოქსიკაციის გამო მოხდა.
- 44 წლის ვლადიმერ მიხანაშვილი პროფესიონალი ტელე ოპერატორია 25 წლიანი სტაჟით. ამბობს, რომ 2 დეკემბრის აქციაზე მეგობრებთან ერთად იყო, როდესაც ჩიტაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის მანქანიდან გადმოტყორცნილმა ნივთიერებამ მთავარ გამზირზე სუნთქვა შეუძლებელი გახადა. მიხანაშვილი 2 დეკემბრის შემდეგ საპროტესტო აქციაზე აღარ გასულა, რადგან იმ დღის შემდეგ მას სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, მდგომარეობა ნელ ნელა დამძიმდა, რაც საბოლოოდ მთავარი არტერიის დათრომბვით დასრულდა.
- აქციების კიდევ ერთი მონაწილე, ვახო გაგნიძეა ყვება, რომ აქციებზე მოწამვლიდან რამდენიმე თვეში ოპერაცია დასჭირდა.
- შარშანდელი დარბევების დროს როდესაც წყალთან ერთად ქიმიურ ნივთირებას იყენებდნენ პროტესტის ეპიცენტრში იდგა სამოქალაქო აქტივისტი და გარემოს დამცველი, 32 წლის მაიკო მაჭარაშვილი. ანანო სამუშია მისი უახლოესი მეგობარია, რომელმაც ახალგაზრდა ქალის საკუთარ სახლში გარდაცვლილი 5 აპრილს ნახა. გარდაცვალების მიზეზი ანევრიზმა გახდა.
- არტერიული წნევის ხშირი ცვლილებაც ის სიმპტომია, რომელიც არაერთ მომიტინგეს, დარბევიდან ერთი წლის თავზე აქვს. მათ შორის არის უკრაინაში ბრძოლის ხაზიდან დაბრუნებული ბესარიონ ბენდელიანიც, რომელსაც 2 დეკემბერს საღამოს 11 საათზე წყლის ჭავლი დამიზნებით შეასხეს.
- აქციის მონაწილე, 19 წლის ქეთო ამბობს, რომ მძიმე თავის ტკივილები დაეწყო რომელიც 4 თვის განმავლობაში გაუგრძელდა. არტერიული წნევის რადიკალური ცვლილებაც მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.