რეზო კიკნაძის მამის ემოციური მიმართვა შვილს და პასუხი "ოცნებას"

20.12.25 19:14
რეზო კიკნაძის მამის ემოციური მიმართვა შვილს და პასუხი "ოცნებას"

 

 

"ბრძოლა გრძელდება"- ამის შესახებ სინდისის პატმრის, რეზი კიკნაძის მამამ თბილისში მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

ილია კიკნაძე დარწმუნებულია, რომ "გამარჯვება გარდაუვალია". 

ჩვენ გავიმარჯვებთ, რეზიკო კიკნაძე და ის ახალგაზრდები გაიმარჯვებენ, რომლებსაც ევროპული მომავლი უნდათ. ამ ბიჭების მიზანი, სულ მალე მშვიდობიანად ასრულდება.

რეზოს ვეტყვი, რომ ძალიან მენატრება. 24 საათით რომ ვნახე, წარმომიდგა ყველაფერი რაც გადახდა. ძალიან ძნელია, როცა შენ გამოდიხარ, შენიშვილი კი მიჰყავთ. დრო ძალიან მალე გავა, ეს ბიჭები მოითმენენ. ამ ბიჭებს არავის შეწყალება არ უნდათ, მალე გამოვლენ და ჩავეხუტებით! ერთად ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას და აღორძინებას. მრავალჟამიერ ჩვენ სამშობლოს!" - თქვა კიკნაძის მამამ.  

"ადამიანებს, ვისაც სინდისის პატიმრებს ეძახით, დანაშაული აქვთ ჩადენილი. აღიარონ შეცდომები, დავაკვირდებით მოვლენებს, დღეს ვერ და არ გაგცემთ პასუხს, რომ ვინმეს შევიწყალებ", - ასე უპასუხა "ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, სინდისის პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით, სადაც მაგალითად ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ პოლიტპატიმრების შეწყალების გადაწყვეტილება მოიყვანა.

ყაველაშვილის თქმით, შემდეგი შეწყალება სავარაუდოდ ნათლისღებისთვის იქნება. 

მისივე განცხადებით, სინდისის პატიმრებმა "დანაშაული უნდა აღიარონ".

 

მსგავსი სიახლეები