რა დაუჯდა თბილისის ბიუჯეტს ნაძვის ხის ანთების 23-წუთიანი ღონისძიება
თბილისის მერიას 12 დეკემბერს მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 124 044 ლარი დაუჯდა. 23 წუთიანი ღონისძიება, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმართებოდა, შპს „ვანილა ივენთის“ ორგანიზებული იყო.
რადიო თავისუფლება შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ღონისძიების წამყვანებმა მანიკა ასათიანმა და ლევან ხურციამ, თითოეულმა 6 507,5 ლარი აიღო.
საღამოს გაწეული სხვა ხარჯები ასე გამოიყურება:
- რეჟისორი - 13 015 ლარი;
- მხატვარი - 3905 ლარი;
- რადისტი - 1952 ლარი;
- სცენარისტი - 1952 ლარი;
- რეჟისორის ასისტენტი (2) - 3905 ლარი (ჯამში);
- მსახიობი (2) - 5205 (ჯამში);
- ანსამბლ „მეტეხი“ - 3905 ლარი;
- აკრობატული ნომერი - 3905 ლარი;
- საბალეტო ნომერი - 3905 ლარი;
- მუსიკალური გაფორმება - 27 500;
- პროექტის მენეჯერი - 3000 ლარი;
- ტექნიკური პერსონალი (3) - 1050 ლარი (ჯამში).
